მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა

Published on

თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა.
 
სააგენტოს  ინფორმაციით, 2017 წელს საერთო ჯამში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფარი დაახლოებით 707 ათასმა უცხოელმა მოითხოვა, მაშინ როდესაც 2016 წელს ეს რიცხვი 1,3 მილიონს შეადგენდა, ასე რომ,  ყველა  ქვეყნის მოქალაქეთაგან   ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რიცხვი  2017 წელს 43%-ით შემცირდა.  
 
EASO-ს ინფორმაციით, გასულ წელს ყველაზე მეტი მოთხოვნა სირიის მოქალაქეებისგან დაფიქსირდა, ისინი პირველ ადგილს უკვე მეხუთე წელია ინარჩუნებენ. ამასთან, წინა წელთან შედარებით თავშესაფრის მაძიებელი სირიის მოქალაქეების რიცხვი 69%-ით შემცირდა.
 
სირიის გარდა პირველ ათეულში ერაყი, ავღანეთი, ნიგერია, პაკისტანი, ერიტრეა, ალბანეთი, ბანგლადეში, გვინეა და ირანი მოხვდნენ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...