მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩემოდანი. სადგური. მალდივი'' - მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას...

,,ჩემოდანი. სადგური. მალდივი” – მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავს

Published on

მიხეილ სააკაშვილის პარტია ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აპროტესტებს პეტრო პოროშენკოს და მთავრობის უმაღლესი წევრების მიერ ბიუჯეტის ფლანგვას მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე დასვენებისთვის.
,,ჩემოდანი. სადგური. მალდივი''  – ასე უწოდა ,,რუხმა'' ამ აქციას. 
 
აქცია დაანონსებული იყო, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში ყოფნის კანონიერებაზე სააპელაციო სასამართლო მოსმენა გაიმართებოდა და მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გავიდა ხალხში.
 
შეგახსენებთ,  სასამართლოში სააკაშვილის სარჩელის მოსმენა დღეს კიდე ერთხელ გადაიდო – ამ გაჭიანურებული პროცესების მიზანია ხელი შეუშალოს მიხეილ სააკაშვილს აქტიურ პოლიტიკურ ქმედებებში და ხალხთან კონტაქტში, მაგრამ ეს მას ვერ აფერხებს. 
 
დღეს  მოსმენა  მიხეილ სააკაშვილის  ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო. მისმა ადვოკატებმა მოსამართლეთა კოლეგიის განრიდება მოითხოვეს, რაც მოსამართლეებმა ნაწილობრივ დააკმაყოფილეს და დღევანდელი სასამართლო იმ დრომდე გადაიდო, სანამ ახალი კოლეგია არ განიხილავს განრიდების საკითხს.
 
მოსამართლეთა სამკაციანი კოლეგიიდან ორი წევრი ისე შეიცვალა, რომ სააკაშვილის ადვოკატებისთვის ამის შესახებ უცნობი იყო.
მიხეილ სააკაშცვილის ადვოკატი, რუსლან ჩერნოლუცკი ამბობს, რომ ისინი მოსამართლეთა აღნიშნულ კოლეგიას უნდობლობას უცხადებენ და მათთვის სრულიად გაუგებარია, რატომ იქნა შეცვლილი ამ კოლეგიის ორი მოსამართლე.
 
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები მისი უკრაინული პოლიტიკიდან ჩამოშორების მცდელობაა.
 
„სპეციალურად შეარჩიეს პატარა დარბაზი რომ ხალხი არ შემოეშვათ, მოიყვანეს დიდი რაოდენობით პოლიციელები, შეცვალეს მოსამართლეები იმის ნაცვლად, რომ აგვიხსნან, რა მიზეზით დაამატეს ორი მოსამართლე. წინა მოსამართლეებს შეეშინდათ ხალხის რეაქციის და თავად ითხოვეს შეცვლა, თუმცა მიზეზი არ განუმარტავთ. ვფიქრობ, რომ აქ არანაირი სასამართლო არ იქნება, ეს არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც უკრაინის ხელისუფლება ჩაიგდო ხელში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინაში სამი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....