მთავარისიახლეებიმსოფლიოტრამპმა კონგრესს ახალი საიმიგრაციო კანონის მიღებისკენ მოუწოდა

ტრამპმა კონგრესს ახალი საიმიგრაციო კანონის მიღებისკენ მოუწოდა

Published on

პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესს მოუწოდა დამნაშავეებს აშშ-ში შესვლის გზები გადაუკეტოს. „ჩვენ ახალი საკანონმდებლო პაკეტი წარვადგინეთ, რომელიც საიმიგრაციო კანონს გააუმჯობესებს და ჩვენს სამსახურებს მისცემს უფლებას, რომ დანაშაულებრივი ჯგუფები( ისეთები, როგორიცაა MS-13) ქვეყანაში აღარ შემოუშვას,“- განაცხადა ტრამპმა კონგრესში გამოსვლისას. გასულ წელს აშშ-მა სანქციების სიაში შეიყვანა ცენტრალური ამერიკის დანაშაულებრივი დაჯგუფება MS-13. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამ დაჯგუფებაში დაახლოებით 30 ათასი წევრია, რომლებიც სალვადორის, გვატემალას, ჰონდურასის და მექსიკის მოქალაქეები არიან. MS-13 ამერიკაშიც მოქმედებს, სადაც 8 ათასი წევრი ჰყავს. ეს დაჯგუფება ნარკოტიკების კონტრაბანდით, ადამიანთა გატაცებით, პროსტიტუციის ორგანიზებით, რეკეტით, შეკვეთილი მკვლელობებით, შანტაჟით და გამოძალვითაა ცნობილი. 
თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ტრამპმა მოზარდები კაული და ნისე ახსენა, რომლებიც ნიუ-იორკში მიგრატებმა მოკლეს. მათი მშობლები პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდნენ 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....