მთავარისიახლეებისაზოგადოებარადიო თავისუფლების ქართული ბიუროს დირექტორი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს

რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს დირექტორი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს

Published on

რადიო თავისუფლების (RFE/RL) ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.კაკაბაძის თქმით, ხელმძღვანელების გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა:
 
"როცა ერთხელ ხდება კონფლიქტი, უფროსობასა და შენს შორის უთანხმოებები წარმოიშობა, მერე უფრო ადვილია, ყოველ წვრილმანზე შეიძლება მოგედაონ და ასეთი რაღაცები ხდებოდა. სამწუხაროდ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ამ კონკრეტულ ხალხს, ვინც ახლა რადიოს ხელმძღვანელია, არ უყვარს, როცა ეკამათებიან, არ ეთანხმებიან."
 
დავით კაკაბაძის თქმით, ახლანდელი ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, რეიტინგს აქცევს ყურადღებას და ქართული სამსახურის რუსთავი 2-თან თანამშრომლობის მომხრე იყო.
 
"იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს საქართველოს მედია გარემოა, ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი პარტნიორები, რომლებიც ნაკლებად არიან ასოცირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან," – ამბობს კაკაბაძე და ამატებს, რომ ამ საკითხზე ქართულ სამსახურში სრული ერთსულოვნება იყო.
 
ამასთან, დავით კაკაბაძე აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის არსებობის უფლებას ეჭვქვეშ არ აყენებს და იცის, რომ არც ყოფილი პარტნიორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო 100 პროცენტით დამოუკიდებელი. მისივე განცხადებით, მიუხედავად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბალი რეიტინგისა, მასთან თანამშრომლობით რადიო თავისუფლებამ აჭარის მაუწყებელს მიუკერძოებლობისთვის მხარდაჭერა გამოუცხადა:
 
"ძალიან დიდი სიხარული იყო ჩემთვის, რომ ასეთი მხარდაჭერა გამოხატა საზოგადოებამ. საბოლოოდ ეს არის, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ. მე გამათავისუფლებენ თუ არა, მთავარია ჩვენი მისია, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, ანალიტიკურობა და ის ინფორმაცია, რომელიც აკლია იმ ქვეყნებს, სადაც პრესა არ არის სრულიად თავისუფალი."
 
RFE/RL-ის სათაო ოფისის მენეჯმენტსა ქართული სამსახურის ხელმძღვანელს დავით კაკაბაძეს შორის უთანხმოების შესახებ რამდენიმე დღის წინ, 23 იანვარს გახდა ცნობილი.
 
25 იანვარს, რადიოს ქართულმა ბიურომ განაცხადა, რომ უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა კაკაბაძის გათავისუფლება დაისახა, რასაც მოჰყვა რედაქციის სრული შემადგენლობის წერილობითი პროტესტი რადიო თავისუფლების პრეზიდენტის, ტომ კენტის სახელზე

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...