მთავარისიახლეებისაზოგადოებამეტროში ხალხის თავს ჩამონგრეული ჭერი და ნაგავი იუსტიციის სახლის ჭერში...

მეტროში ხალხის თავს ჩამონგრეული ჭერი და ნაგავი იუსტიციის სახლის ჭერში – ხელისუფლების ორმაგი სტანდარტები

Published on

სნის პოლიციის მე-8 განყოფილებაში, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ გუშინ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებულების და თვითმხილველების გამოკითხვა მიმდინარეობს. 
 გამოძიების ინტერასის საგგანია  რა დაინახეს და რა სახის დაზიანებები მიიღეს  მეტროსადგურში ჭერის ჩამოვარდნის შედეგად გამოკითხვაზე დაბარებულმა პირებმა. 
 გამოძიება ჯერჯერობით დუმს იმაზე,  თუ ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება იკვეთებოდეს ამ არაორდინალური  შემთხვევის გამო.
 
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დამნაშავე აუცილებლად დაისჯება და თითს სამშენებლო კომპანისკენ იჭერს – გაშვერილი თითის არეალში არ ჩანს ქალაქის ყოფილი მერი დავით ნარმანია, რომლის დროსაც გარემონტდა და საზეიმოდ გაიხსნა რეაბილიტირებული სადგური. 
 
სოციალურ ქსელებში აქტიურად ლაპარაკობენ ხელისუფლების ორმაგ სტანდარტებზე  და ისხსენებენ  თავდასხმებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე იუსტიციის სახლში  თავჩენილი მცირე ხარვეზების გამო – იუსტიციის სახლის ერთერთ ფლიგელში ჭერიდან რაღაც ჩამოვარდა, აღმაშენებლის გამზირზე ქარიშხალმა შეგლიჯა გიფსო-კარდონი და ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის დროს განხორციელებული გრანდიოზული სამშენებლო პროექტების შეფასება ამაზე დაიყვანა.   

 
,,სამი ტონა ნაგავი დაგვიტოვესო ჭერშიო – ერთი კვადრატი გიბსოკარდონი  ჩამოვარდა ისუტიციის სახლში ქარიშხალის დროს, და ამის გამო წულუკიანმა ნახევარი წლით დაკეტა ისაუსტიციის სახლი, უცხოელი ჟურნალსიტებისთვის რომ ეჩვენებინა, აი რა ხდებაო,, ისე კი ეცინებოდათ ჟურანლისტებს რომ იღებნენ, მიაწებე ეგ ერთი კვადრატი გიბსოო, ექნებოდათ გულში'' – წერს ერთერთი ინტერეტმოხმარებელი.
 
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. 

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...