მთავარისიახლეებისაზოგადოებაწითელას ვირუსის გამო, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება

წითელას ვირუსის გამო, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება

Published on

საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე დღეს პრესკონფერენციას გამართავს. შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმუნიზაციის საკითხებს.უწყების ცნობით, პრესკონფერენციას დაესწრებიან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილეები და დარგის ექსპერტები.რთული ვითარებაა აჭარაში, სადაც წითელას ლოკალური აფეთქებაა და ამჟამად კონტროლის ღონისძიებები მიმდინარეობს. "„წითელას ნულოვანი მაჩვენებელი არასოდეს არ გვქონია. ცნობილია, რომ 2013-2014 წლებში გვქონდა საკმაოდ დიდი ეპიდემია, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გახდა დაავადებული და ამის ძირითადი მიზეზი არაიმუნიზირებულობა იყო, ადამიანები არ იყვნენ აცრილები. ამ პერიოდში და 2017 წელს, ჩვენ 200 ათასი ადამიანი ავცერით წითელაზე, რომ როგორმე შევაჩეროთ წითელას გავრცელების პროცესი. შარშან წითელას 100-მდე შემთხვევა დარეგისტრირდა, პროცესი გრძელდება, 2018 წელშიც გვაქვს შემთხვევები. წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმახათუნა ზახაშვილმა.
ხათუნა ხაზაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოში 40-წლამდე ადამიანების წითელასგან აცრა – უფასოა.

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...