მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ გაუქმდა მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია ერევანში?

რატომ გაუქმდა მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია ერევანში?

Published on

ერევანში მიხეილ სააკაშვილის წიგნის, სახელწოდებით – "ძალის გამოღვიძება", პრეზენტაცია გაუქმდა. ამის მიზეზად სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციამ, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის წიგნის სომხური თარგმანის წარდგენა უნდა გამართულიყო, ტექნიკური პრობლემები დაასახელა.
 
,,სამწუხაროდ ვერც ერევანში წავიდა საქმე მოსკოვის ჩარევის გარეშე. უბრალოდ, საინტერესოა, რომ საქართველოში რუსეთის აგენტები ყრიდნენ ხმებს,  რომ მე ეთნიკური სომეხი ვარ, ხოლო სომხეთში ანტისომხობას მაბრალებდნენ'' –  ასე ეხმაურება პრეზიდენტი სააკაშვილი მოულოდნელად წარმოქმნილ  პრობლემას მისი წიგნის სომხური თარგმანის გამოცემის  პრეზენტაციასთან დაკავშირებით,  რომელიც   ერევანში, ეღიშე ჩარენცის სახლ-მუზეუმში უნდა გამართულიყო. 
 
როგორც მიხეილ სააკაშვილი Epress.am – თან ინტერვიუში ამბობს, პრეზენტაციის წინა დღეს ცნობილი გახდა, რომ მუზეუმის ადმინისტრაციამ დაარღვია შეთანხმება და უარი თქვა პრეზენტაციისთვის  დარბაზის გამოყოფაზე. „ვფიქრობ, გადაწყვეტილება პრეზენტაციის გაუქმების შესახებ, აბსოლუტურად პოლიტიკურია. რამდენიმე თვის წინ ერევნიდან მომწერეს და მკითხეს რჩევა ამ წიგნის სომხურ ენაზე თარგმნასთან დაკავშირებით. ვფიქრობდი, ამ წიგნთან დაკავშირებით ინტერესი არსებობს, რადგან სომხეთში არის ხალხი, რომელიც აქციებს აწყობს რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ და საქართველოში გატარებული რეფორმები მოსწონთ.
 
ორგანიზატორებმა ღონისძიების ჩატარების თარიღი შეცვალეს, ის 7 თებერვალს გაიმართება, თუმცა სად, ჯერჯერობით უცნობია.
 
 
მიხეილ სააკაშვილის წიგნის  ,,ძალის გამოღვიძება''  სომხურ ენაზე თარგმნისა და გამოცემის ინიციატორი მიქაელ ნააპეტიანი ამბობს, 25 იანვარს დილით იგი შეუთანხმდა  სახლ-მუზეუმის დირექტორს და იმავე საღამოს გაავრცელა ინფორმაცია ფეისბუქში ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ინფორმირებისთვის, მაგრამ მეორე დღეს დირექტრორმა უკან წაიღო პირობა, დაარღვია ხელშეკრულება რაღაც ტექნიკური საკითხების მომიზეზებით.
 
სამწუხაროა, რომ წიგნის შეფასება ზოგიერთებმა ისე დაიწყეს, რომ არც წაუკითხავთ.   მე ჩემს მოტივაციაზე ვიტყოდი: წიგნის სომხურ ენაზე გამოცემით დავინტერესდი იმიტომ, რომ აგერ, ჩვენს თვალწინ  შეიცვალა მეზობელი  სახელმწიფო, განხორციელდა ფუნდამენტური გარდაქმნები, არ შევეხები, რა იყო კარგი და რა – ცუდი.  ეს ადამიანებმა თავად უნდა განსაზღვრონ, მაგრამ ხალხს აქვს ინფორმაციის მიღების უფლება, იმ გუნდის   მოსმენის უფლება, რომელმაც განახორციელა ეს გარდაქმნები, თავისუფლება პირველწყაროდან გაიგოს,  რა მეთოდებით განხორციელდა ეს ყველაფერი, რა შეიძლება მათგან ვისწავლოთ და გამოვიყენოთ და რა უკუვაგდოთ. '' – ამბობს მიქაელ ნააპეტიანი.
 
სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა აზრი პრეზენტაციის გაუქმებასთან და თვით წიგნთან დაკავშირებით გაყოფილია; ერთნი აღტაცებულნი წერენ სააკაშვილსა და მის რეფორმებზე, მეორენი ,,ანტისომხობაში'' ,,ამხელენ'' მას, კერძოდ, სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრის თანაშემწე მესროპ ესაიანი სვამს კითხვას: ,, ამბობს თუ არა წიგნში რამეს სააკაშვილი ,,ჯავახკის'' სომხებზე, რომლებიც ციხეებში გამოკეტა? '' 
 
და მაინც, სოციალურ ქსელებში სააკაშვილის წიგნის პერეზენტაციის გაუქმებას უმრავლესობა ადარებს რამდენიმე თვის წინ სტალინურ რეპრესიებთან დაკავშირებული მასალების გამოფენის აკრძალვას.
სომხეთის კულტურის სამინსტრო ამ დრომდე დუმს; სამინისტროს პრეს მდივანი დროს წელავს და ჟურნალისტებს  თხოვს პასუხისთვის წერილობით მიმართონ. სახლ-მუზეუმის დირექტორი სატელეფონო ზარებს არპასუხობს. – წერს ინტერნეტგამოცემა  Epress.am 
 
 

 

 

 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...