მერი – მერისთვის: გიგი უგულავას სოლიდარობა დავით ნარმანიასადმი, როგორც ასეთი

0
380
მეტროსადგურ „ვარკეთილში'' მომხდარს თბილისის ყოფილი და ახლანდელი მერები ეხმაურებიან.
დავით ნარმანია, რომელმაც სადგური რეაბილიტაციის შემდეგ, სულ  რაღაც 4 თვის  22 სექტემბერს  გახსნა საზეიმოდ, ცდილობს აირიდოს პასუხისმგებლობა და  მთლიანად შეატოვის შპს „ყვარელრემშენს“ რომელიც აქ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა. 
ოთხი თვის წინ, მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ მეტრო “ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო.
სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდე დაჯდა. 
 
დედაქალაქის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარემონტო სამუშაოები, თავის დროზე, წესების დაცვით ჩატარდა. მისივე განცხადებით, მაშინ გამოცხადდა ტენდერი, რომლის მეშვეობითაც შესაბამისი სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, რემონტი დათქმულ ვადებში დასრულდა და დაჩქარებას ადგილი არ ჰქონია.
 
’,,შემთხვევა არის სამწუხარო. რასაც არანაირი გამართლება არ აქვს. მნიშვნელოვანია, გამოძიებით გაირკვეს, რასთან გვქონდა საქმე. მე რაც ნამდვილად მახსოვს არის ის, რომ პროექტი არსებობდა ანუ საპროექტო დოკუმენტაცია, რომელზე დაყრდნობითაც გამოცხადდა ტენდერი. სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, ასევე რაიმე სახის დაჩქარება ჩვენი მხრიდან კომპანიის მიმართ არ ყოფილა. კომპანიას ჰქონდა საკმარისი დრო და რესურსი იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად ჩაეტარებინა. ძალიან ბევრ კითხვაზე ალბათ, გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. შესაბამისად მკაცრად უნდა დაისაჯონ ის პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება გამოძიების შედეგად,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.
 
რაც შეეხება ობიექტის ჩაბარების პროცესს, თუ როგორ განხორციელდა ეს, ნარმანიას განმარტებით, ”დეტალებზე სატრანსპორტო კოპმპანიას უნდა ვკითხოთ, ვინაიდან საკუთრივ სატენდერო კომისიასაც და შესაბამისად, ობიექტთან დაკავშირებულ საკითხებს ზედამხედველობას უწევდა თბილისის სატრანსპორტო კომპანია”.
 
პოლიტიკური კივილს, წარსულში ყურებას, ნიშნის მოგებას უწოდებს საზოგადოების მიერ დავით ნარმანიასგან მისი წილი  პასუხიმგებლობის აღების მოთხოვნას თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. 
„მე მგონი, მთელი ეს დისკურსიაა პრობლემა. ყველა მერის დროს გაკეთებული შეიძლება გაფუჭდეს ან ჩამოვარდეს. ამაზე პოლიტიკური კივილი, წარსულში ყურება, ნიშნის მოგება, "ასოების დატოლება" – ვინ უფრო მაგარია – ის წინაღობაა, ლიბრია თვალებში, რომელიც წინ გახედვის საშუალებას არ გვაძლევს. ახლა რომ კმაყოფილები ვართ (და „ქოცებს“ ნიშნის მოგებით, თუნდაც სამართლიანად, თავში ვურტყავთ, როცა აეროპორტის ან იუსტიციის სახურავს ვაძახებთ) ეგეც პრობლემაა. გულს ვიფხანთ, მაგრამ იმის იქით ვერ მივდივართ. ამ, არაპარტიული, არამედ უფრო ფართო გაგებით, „ნაც-ქოცური“ დისკურსის ალტერნატიული ნარატივის ჩამოყალიბებაა საჭირო, თორემ მართლა დაგვემხობა ქვეყანა თავზე.''
 
გივი უგულავას სოლიდარობა და კოლეგიალობა, როგორც ჩანს, მხოლოდ ოლიგარქის კადრებთან მიმართებაში ახსენდება, რადგან საზოგადოებას კარგად ახსოვს მისი გამოხდომები მიხეილ სააკშვილის წინააღმდეგ და განსაკუთრებით პოლიტიკური ჯართის მოტივი, რომელიც ყოფილი თანაგუნდელის, თავისი პარტიის ლიდერისაგან განდგომის მიზეზების სრულიად უღირსი ფირმულირების ქრესტომათიული ნიმუშია.  
 
უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება – ეს განცხადება, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. კალაძემ ვარკეთილის მეტროში მომხდარ ფაქტზე, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა ის პირი, რომლის პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთება, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
 
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის ფაქტს, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, ეხმაურება ახლანდელი მერი კახი კალაძე, მისი სოლიდარობა თანაგუნდელის მიმართ იმაში გამოიხატება, რომ ისიც, დავით ნარმანიას მსგავსად  თითს  კომპანია „ყვარელმშენისკენ'' იშვერს:
  

„სახეზე გვაქვს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის უპასუხისმგებლობა. ჩვენ გვაქვს კითხვები და ამ კითხვებს დროულად უნდა გაეცეს პასუხი. მე როგორც ვიცი, გამოძიება უკვე დაიწყო შესაბამისმა სამსახურმა და არ მინდა ხმამაღალი დასკვნების გაკეთება, რომ არ შევიჭრა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მომხდარის მიზეზები დროულად დადგინდეს და ყველამ დანაშაულის "შესაბამისად აგოს პასუხი. ვერ და არ ეპატიება არცერთ კომპანიას და არცერთ ადამიანს მისი არაჯეროვანი მოქმედებების შედეგადაც თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან სიცოცხლეს დაემუქროს საფრთხე. ჩვენ დეტალურად ვამოწმებთ ყველა ობიექტს თბილისში, – ბაღებს, სპორტულ კომპლექსებს, მეტროსადგურებს, სამწუხაროდ უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება და უკვე იჩენს თავს. ძალიან ბევრი საქმეა წინ, შემოწმება, მონიტორინგი უკვე როგორც არსებულის და გაკეთებულის გამოსწორება გვიწევს. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხს. ''-  განაცხადა კალაძემ.
 
წინა სტატიააჭარაში ეპიდემიაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს აცრების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიარატომ გაუქმდა მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია ერევანში?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური