მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ენმ": პირველ რიგში უნდა დადგეს თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას პასუხისმგებლობის...

“ენმ”: პირველ რიგში უნდა დადგეს თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხი

Published on

ოპოზიცია ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობას აკისრებს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების პირობებში, არ გამოიკვეთება მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა.
 
მისი თქმით, პროცესში ჩართული იყო თბილისის მერია, სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობა და ასევე ის ადამიანები, რომლებმაც შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა და შეასრულა. ნადირაძე ამბობს, რომ მათ უნდა აგონ მომხდარის გამო პასუხი.
 
"ენმ"-ის წევრები ამბობენ, რომ პირველ რიგში უნდა დადგეს თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხი.
 
"2016 წლის 30 ნოემბერს გააფორმეს ეს ხელშეკრულება შპს „ყვარელმშენთან“. 347 ათას 848 ლარზე. 300 ათასზე მეტი დაჯდა ეს კონტრაქტი. 25 სექტემბერს გასული წლის, წინასაარჩევნოდ, დიდი ზარზეიმით გახსნა დავით ნარმანიამ და "ქართულმა ოცნებამ", თუმცა ფაქტია, რომ 10 წლიანი გარანტია უნდა ჰქონოდა და 3 თვეც ვერ გაძლო ამათ პირობებში. ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" არის სიცოცხლისთვის საშიში და მავნებელი. „ქართული ოცნება“ კლავს,“ – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
 
 

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...