მთავარისიახლეებისამართალიბექა რუსიას ოჯახმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა ის ფაქტი, რომ მომხდარში ბრალდებული მხოლოდ...

ბექა რუსიას ოჯახმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა ის ფაქტი, რომ მომხდარში ბრალდებული მხოლოდ ერთი პირია და კვლავაც მოითხოვა ხელმძღვანელი პირების დაკავება.

Published on

ბექა რუსიას დაღუპვის ფაქტზე სასამართლო პროცესი 26 თებერვლამდე გადაიდო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პროცესის გადადების შესახებ.როგორც პროკურორმა დავით პაპავამ განაცხადა, მას დასკვნითი სიტყვისათვის დამატებითი დრო სჭირდება.დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.პროცესის შემდეგ დაღუპული ბექა რუსიას ოჯახის წევრები ბრალდებულ დავით ჯალაღანიას ოჯახის წევრებს დაუპირისპირდნენ. ამჟამად როგორც დაღუპულ ბექა რუსიას, ასევე ბრალდებულის ოჯახის წევრები საგუშაგოს მორიგე უფროსის ლექსნადრე კვიჟინაძისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ხელმძღვანელობის დასჯას ითხოვენ.ბექა რუსიას საქმეზე ბრალდებული ჯალაღანია დანაშაულს აღიარებს.შსს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელი ბექა რუსია 2017 წლის 26 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, ერთ-ერთ საგუშაგოზე დაიღუპა. გამოძიების ინფორმაციით, მას დ.ჯ.-ს მიერ საგუშაგოს უფროსის ა.კ.-ს ტაბელური იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა. საქმე აღძრულია სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...