მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-მა რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ე წ. შავი სია გამოაქვეყნა

აშშ-მა რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ე წ. შავი სია გამოაქვეყნა

Published on

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ე წ. შავი სია გამოაქვეყნა. ნუსხაში ის პირებია ჩამოთვლილი, რომელთა წინააღმდეგაც, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.“კრემლის ანგარიშში” 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენი მოხვდა, მათ შორის არის რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი. ასევე პუტინის ადმინისტრაციის წევრები: პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი და  თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის ფედერაციული საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო და ენერგეტიკის მონისტრი ალექსანდრ ნოვაკი. სანქციები ემუქრება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსს ალექსანდრ ბორტნიკოვს.სანქციები შეიძლება დაუწესონ გაზპრომის აღმასრულებელ დირექტორ ალექსეი მილერსა და როსნეფტის ხელმძღვანელ იგორ სეჩინს.“ოლიგარქების სიის” ფიგურანტებს შორის არის ალიშერ უსმანოვი, რომან აბრამოვიჩი, სულეიმან კარიმოვი, “კასპერსკის ლაბორატორიის” შემქმნელი ევგენი კასპერსკი, გენადი ტიმჩენკო, ძმები როტენბერგები. ბანკ „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი, ასევე “ინტერ რაოს”, „რუსჰიდროს“, „როსატომის“ ხელმძღვანელები.
აღსანიშნავია, რომ ყველა ეს პირი დაკავშირებულია აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმესთან, თუმცა მათ წინააღმდეგ ჯერ არანაირი შეზღუდვები ძალაში არ შედის.
“კრემლის ანგარიში” აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ კონგრესს წარუდგინა.

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...