მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ – კიევის ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სარჩელს განიხილავს. მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.პროცესს შინა პატიმრობაში მყოფი ოდესის ყოფილი გუბერნატორიც ესწრება. მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის აღდგენას ითხოვს და აცხადებს, რომ მას მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს.პროცესის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესები მის პოლიტიკიდან მოწყვეტას ემსახურება.სააკაშვილმა მხარდამჭერებს კვირას დაგეგმილ მარშზე მისვლისკენ მოუწოდა.„საერთაშორისო სამართლის თანახმად, არავისთვის შეუძლიათ მოქალაქეობის ჩამორთმევა თუ მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც არ აქვს. სრული უფლება მაქვს დავიბრუნო მოქალაქეობა. როგორც კი დავბრუნდი შტატებიდან, მაშინვე შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში, სასამართლო კი დღემდე აჭიანურებს ამ პროცესს. უფრო მეტიც, მოითხოვეს ბრძანებულების ასლი, თუმცა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მას ვერ მოგვცემენ. ბრძანებულება, რომლითაც მოქალაქეობა ჩამომართვეს, გასაიდუმლოებულია იმ მიზეზით, რომ იქ სხვა გვარებიცაა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ და პრეზიდენტთან არსებულმა 9 კაციანმა საბჭომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მაშინ ჩამოართვა, როდესაც ის უკრაინაში არ იმყოფებოდა.
სიახლეები
სიახლეები
Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki
Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...
სიახლეები
რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...
მსოფლიო
ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...
სიახლეები
ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა
ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...