მთავარისიახლეებისაზოგადოებასაკრებულოს ოპოზიცია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს გადადგომას ურჩევს

საკრებულოს ოპოზიცია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს გადადგომას ურჩევს

Published on

საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საკრებულოს უმცირესობა დღეს ბაღების სააგენტოს უფროსს შეხვდა. ოპოზიციამ კახა გვანცელაძეს არაკომპეტენტური მმართველი უწოდა და მას თანამდებობის დატოვება ურჩია.დეპუტატებს შეკითხვები გაუჩნდათ აღსაზრდელების კვებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მშობლების მხრიდან არა ერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება საკვებთან დაკავშირებით.„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეკითხვები ჰქონდათ ბაღებში არსებულ ნეპოტიზმთან დაკავშირებითაც. ოპოზიციის განცხადებების ნაწილს ბაღების სააგენტოს დირექტორმა პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.„გარკვეული შეკითხვები იყო კონსტრუქციული ფორმის, გარკვეული შეკითხვები აშკარად იყო სპეკულაცია, იმ სენსიტიურ თემაზე, რომელიც ბავშვებს ეხება და მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, რომ სპეკულაციებს შეეშვან, რამეთუ ეს არის მგრძნობიარე თემა და აუცილებელია, რომ არა პოლიტიკოსებმა, არამედ ექსპერტებმა განიხილონ,“ – განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა გვანცელაძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...