მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიის მცხოვრებლები ითხოვენ პასუხს კითხვაზე, რატომ მოხსნეს ნაპირსამაგრი ზოლიდან კონსტრუქციები და რატომ...

ანაკლიის მცხოვრებლები ითხოვენ პასუხს კითხვაზე, რატომ მოხსნეს ნაპირსამაგრი ზოლიდან კონსტრუქციები და რატომ იყენებენ ბარჟის მისადგომის მოსაწყობად

Published on

ანაკლიაში დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.მათი თქმით, ზღვა უკვე დასახლებულ პუნქტამდე მივიდა ისე, რომ ფაქტურად ღობეები წაიღო.ადგილობრივების თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ზღვამ ნელნელა მიიტაცა სანაპირო ზოლის 200 მეტრი, მთლიანად მოშლილია ინფრასტრუქტურა, ისინი ამბობენ, რომ მათი აქ ცხოვრება საფრთხის შემცველია, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევს.ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეში ზღვის დონის აქტიური აწევა სანაპირო ზოლზე ბიძინა ივანიშვილის  ხის გადატანის სამუშაოებს უკავშირდება. მათი თქმით, ნაპირსამაგრი მოიშალა რის გამოც მათი ცხოვრებაც საფრთხის ქვეშ dადგა.ანაკლიის სანაპიროზე ხის გადასატანად რკინის კონსტრუქციები ნაპირსამაგრი ზოლიდან რამდენიმე თვის წინ მოხსნეს. კომპანია "ზიმოს" მიწაყრილის გაკეთება ბარჟის საჭირო ადგილამდე მისასვლელად და 72 ტონიანი ხის ზღვაში გადასატანად დასჭირდა. ანაკლიიის სანაპირო ამ დროისთვის რთულ მდგომარეობაშია და რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთი ზღვამ გადარეცხა. სწორედ ამის გამო, ანაკლიის მცხოვრებლები ითხოვენ პასუხს კითხვაზე, რატომ მოხსნეს ნაპირსამაგრი ზოლიდან კონსტრუქციები და რატომ იყენებენ ბარჟის მისადგომის მოსაწყობად. ადგილობრივები იმუქრებიან, რომ მუხის ხეს მარშრუტის შეცვლა მოუწევს და მას ანაკლიაში არ გაატარებენ.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...