მთავარისიახლეებისაზოგადოებარუხში მშენებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი მუშა უგონო მდგომარეობაში იპოვეს

რუხში მშენებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი მუშა უგონო მდგომარეობაში იპოვეს

Published on

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, მშენებარე საავადმყოფოში ერთ-ერთი მუშა, შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
 
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ კომაში მყოფი პაციენტის გადარჩენა ექიმებმა, ჩატარებული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ შეძლეს. მამაკაცის ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
 
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
 
ჯერ უცნობია, რა გახდა შუახნის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. ის საავადმყოფოს მშენებლობის შიდა სამუშაოებზე იყო დასაქმებული.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...