მთავარისიახლეებისამხედრო თემარას შეეწირა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 20 წლის ჯარისკაცი ბექა რუსია?...

რას შეეწირა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 20 წლის ჯარისკაცი ბექა რუსია? რას მალავს გამოძიება?

Published on

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, მუჟავის საგუშაგოზე  რამდენიმე თვის წინ საეჭვო ვითარებაში დაღუპული  სამხედრო მოსამსახურის  ბექა რუსიას მობილურ ტელეფონში  სკანდალური ვიდეომასალა აღმოჩნდა. – შაბათის ,,კურიერის'' მიერ გასაჯაროებულ კადრებში ჩანს არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტები მეთაურის მხრიდან, კერძოდ, ჩანს,  როგორ უსწორდებიან საგუშაგოზე ერთ-ერთ ახალგაზრდას და შემდეგ ხევში აგდებენ.
 
ვიდეომასალა,  რომელიც ბექა რუსიას ტელეფონში რამდენიმე თვის განმავლობაში ინახებოდა, სავარაუდოდ, მან  თავად გადაიღო   სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე,  მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე გაატანა თავის ბებიას და მისი საიმედოდ შენახვა სთხოვა.
ბექა რუსიას ტელეფონში ასევე ინახება ფოტოები, სადაც ჯარისკაცები მეთაურის ტაბელური იარაღით პოზირებენ.მთელი ეს მასალა კურიერის ჟურნალისტებს მოკლულის ოჯახმა მიუტანა.
  
ოჯახი მეთაურებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ამ მასალის ნახვის შემდეგ კი დარწმუნებულები არიან, რომ ბექა რუსია არა შემთხვევითობის, არამედ უფროსების დაუდევრობას შეეწირა. 
მთავარი ეჭვი მას სემდეგ გაჩნდა, რაც ოჯახს უთხრეს, რომ 20 წლის რუსია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოკვდა, თუმცა, მალე გაირკვა, რომ საბედისწერო გასროლა ერთ-ერთი მეთაურის ტაბელური პისტოლეტიდან განხორციელდა.
ოჯახის წევრები თვეებია მეთაურის – ალექსანდრე კვიჟინაძის დასჯას ითხოვენ, თუმცა, უშედეგოდ. –  გარდაცვალების თავდაპირველი ოფიციალური ვერსია არ შეცვლილა და სიკვდილის მიზეზად კვლავ შემთხვევითობა სახელდება.
 
ოჯახი  გამოძიებას არ ენდობა და  ე საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს –  ამის აუცილებლობის დასტურად  გაავრცელეს მათ  ტელეფონში ჩაწერილი ვიდეოკადრებიც.
 მათი ვარაუდით, შესაძლოა, ბიჭის  მკვლელობის მიზეზი გამხდარიყო საქმე, რომელიც რუსეთის მოქალაქეს  ეხება, იგი ბექა რუსიამ მორიგეობისას დააკავა, ბაზაზე ხელმძღვანელებს მიუყვანა, თუმცა, შემდეგ დაკავებულის შესახებ ვეღარაფერი გაიგო.
 
შაბათის კურიერში გასაჯაროებულ ვიდეომასალას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკური სპექტრიდან. ოპოზიციაში საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
 
„უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო. პირველ რიგში უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ წამებაში. ასევე, რეაგირებაა საჭირო სახალხო დამცველის, ადამიანის უფლებების დამცველების. ქართულ ჯარში მსგავსი ფაქტები პირდაპირ ანგრევს საქართველოს უსაფრთხოებას  და ასევე უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ქართულ ჯარზე, შინაგან ჯარზე, შინაგან განაწესზე, დისციპლინაზე და ამ მეთაურების შერჩევაზე, რომლებიც აწამებენ წვევამდელებს,“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ.
 
აღნიშნულ ვიდეო მასალაში აღბეჭდილ შემთხვევაზე სერიოზული გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროფესიულ ჯარზე უნდა გადავიდეთ და ეს იყო დეკლარირებული ამოცანა და ეს პროცესი აბსოლუტურად შემოტრიალდა და ჩიხში შევიდა. ეს ხედვის არ არსებობა და ზოგადი ატმოსფერო ჯარში, რა თქმა უნდა, წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ძალიან სერიოზული გამოძიება უნდა ჩატარდეს,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 
 

 
 
 
 
 

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...