მთავარისიახლეებისაზოგადოებამონადირეთა საპროტესტო აქცია ფოთში

მონადირეთა საპროტესტო აქცია ფოთში

Published on

ფოთში 300-მდე მონადირე აქციას მართავს.  აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ. მათი თქმით, კოლხეთის ეროვნულ პარკში გადაადგილებისას გარკვეული შეზღუდვები აქვთ და პალიასტომის ტბის გავლით, იარაღის თუნდაც დაშლილ მდგომარეობაში გადატანა და იმ ადგილებამდე მიტანა, სადაც ნადირობა ნებადართულია, ეკრძალებათ. 
 
”კანონმდებლობა პრაქტიკულად გვიკრძალავს კანონით მინიჭებულ უფლებას, რომ შევინახოთ და ვატაროთ სანადირო იარაღი, ასევე მოსაკრებლის საფუძველზე ამოვიღოთ ბუნებიდან გარეული ფრინველი. ამ კანონმდებლობით ეს შეუძლებელი ხდება. არ არსებობს სანადირო ადგილი ეროვნული პარკის შემოგარენშიც კი. არსებული კანონმდებლობა გვავალდებულებს გავხდეთ კანონდამრღვევები. ადრეც იყო ეს კანონი, თუმცა ასე უმოწყალოდ არ ხდებოდა აღსრულება. სპეცოპერაციის სტილში ხდება მონადირეების დაკავება, რასაც ვაპროტესტებთ”, – განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ასოციაცია ”ფოთი და პალიასტომი ჩვენთვის ” თავმჯდომარემ, გიორგი ხომერიკმა. 
 
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილეები კოლხეთის ეროვნულ პარკთან გადაადგილებას გეგმავენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...