მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: „ივანიშვილი ვერ მოახდენს საქართველოს პოლიტიკიდან ჩემს იზოლაციას, რადგან...

მიხეილ სააკაშვილი: „ივანიშვილი ვერ მოახდენს საქართველოს პოლიტიკიდან ჩემს იზოლაციას, რადგან საკმარისი ძალაც მაქვს, ენერგიაც მაქვს და ყველაფერს გავწვდები“ –

Published on

„მათ ეშინიათ, რომ ვიარო რეგიონებში და ავწიო ხალხი რეგიონებში. მათ ეშინიათ წალენჯიხის ავტობუსის ეფექტის, ასე, რომ გააკეთეს მინიმალური შეზღუდვა, ამაზე მინიმალური შეზღუდვა არ არსებობს,“ – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა კიევის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებასთან დაკავშირებით შაბათის კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში. 
 
ამ განჩინებით მიხეილ სააკაშვილს ღამის 10-დან დილის 7 საათამდე სახლიდან გასვლა ეკრძალება , იგი  უკვე ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინული ოპოზიციის ლიდერი ვერ შეძლებს რეგიონებში გასვლას და მხარდამჭერებთან შეხვედრებს,  თუმცა 26 იანვრის გადაწყვეტილებას კორექტივები მიხეილ სააკაშვილის გეგმებში მხოლოდ ღამის საათებში შეაქვს.კიევში მას დღისით გადაადგილების  პრობლემა არ ექნება და არაფრის დათმობას არ აპირებს. 
 
მიხეილ სააკაშვილმა უკვე დააანონსა კიევში საპროტესტო მარში პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით და  კონსულტაციებს უკრაინის ყველა მთავარ ოპოზიციურ ძალასთან მართავს. 4 თებერვალს საპროტესტო მსვლელობისთვის უკრაინული ოპოზიცია ერთობლივი მობილიზაციისთვის ემზადება.
 
 მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კარვების, დაპირისპირების და რევოლუციის გარეშე, ოლიგარქიული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას უკრაინაში და საქართველოში გეგმავს.
მისი  შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება და პატიმრობის 3-წლიანი ვერდიქტი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიების ნაწილია.
 
„ივანიშვილი ეძებდა ნებისმიერ საბაბს, რომ მე საქართველოში არ ჩამოვეშვი და საქართველოს პოლიტიკიდან ჩემი იზოლაცია მოეხდინა, მაგრამ ეს არ გამოვა, რადგან საკმარისი ძალაც მაქვს, ენერგიაც მაქვს და ყველაფერს გავწვდები,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მათ გააკეთეს მინიმალური შეზღუდვა, რაც შეეძლოთ. ამაზე მინიმალური შეზღუდვა არ არსებობს. ხალხი შეიძლება თვითონ მოვიდეს და გამათავისუფლოს. ამიტომ რაც გააკეთეს არის ის, რომ ღამე იყავი სახლშიო. ღამე სახლში ისედაც ვარ, როგორც წესი. ეს არის შეშინებული, დამფრთხალი ხალხის გადაწყვეტილება, რომელიც ბევრს ვერაფერს ვერ ბედავს“, – განაცხადა სააკაშვილმა. 
 
მისივე თქმით, საქართველოშიც და უკრაინაშიც ხელისუფლებას ოლიგარქები უნდა ჩამოშორდნენ.
 
„ისინი კი არ გვიყენებენ ბრალს, ჩვენ ვუყენებთ მათ ბრალს. პოროშენკო დღეგამოშვებით რაღაც ახალ სკანდალში და შარშია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ბრძოლა საქართველოშიც და უკრაინაშიც. საქართველოში და უკრაინაში ჩვენ ოლიგარქები უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. უკრაინაში ისინი ძარცვავენ ყველაფერს, რისი მოპარვაც შეუძლიათ. საქართველოში ივანიშვილმა ხომ ხედავთ რა გააკეთა?! თავისი საამქრო გახსნა ბიტკოინების და უფასოდ ჭრის ამ აფერისტულ ვალუტას და მდიდრდება. თბილისის ცენტრი დაამახინჯა. ეს იმ დროს, როცა მე არაფერი პირადი საკუთრება არ გამაჩნია საქართველოში და თითზე გადასახვევი არ წამომიღია. ამ კაცმა კი დააპრივატა თბილისის ცენტრი, დააპრივატა საქართველოს ენერგეტიკის სექტორი ბიტკოინების საამქროთი. ამ კაცმა დააპრივატა უკვე საქართველოს მთელი ტყეები“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

სიახლეები

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...