მთავარისიახლეებისაზოგადოებაკიდევ ერთხელ რიკოთზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ

კიდევ ერთხელ რიკოთზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ

Published on

რიკოთზე მომხდარმა ავარიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სრულიად საქართველო შეძრა.
მსუბუქ ავტომობილში, რომელსაც ტრაილერმა გადაუარა, ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები  ისხდნენ, მათგან 5 ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მალევე გაწერეს.
 
 გარდაცვლილები  უახლოესი ნათესავები  არიან,  ქანთარიების და ვაჩანძეების ოჯახის წევრები,   და-ძმა როლანდ და მზიკო ქანთარიები, ასევე როლანდ ქანთარიას მეუღლე ვიკა ლეჟავა, მათი მცირეწლოვანი გოგონა ბარბარე და მათი ნათესავები, დედა-შვილი ნონა და გიორგი ვაჩანძეები.  გარდაცვლილები დევნილები  იყვნენ , გალის სოფელ ნაბაკევიდან, ამჟამად  თბილისში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ.
ისინი დასავლეთ საქართველოში ნათესავის ქორწილში იმყოფებოდნენ და ავარია სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც თბილისში ბრუნდებოდნენ.
 
 ერთერთი გარდაცვლილი ორსულად იყო…  და-ძმა, მზიკო და როლანდი ბებიამ გაზარდა, დედა არ ჰყავდათ, ადრე დაობლდნენ,  გარდაცვლილ ცოლ-ქმარს როლანდ ქანთარიას და ვიკა ლეჟავას    ორი შვილი ჰყავდათ, ერთი თბილისში დატოვეს ბებიასთან და ქორწილში წავიდნენ. თუ რამ სანუგეშო შეიძლება იყოს ასეთი ტრაგედიის შემდეგ, სწორედ ეს არის.
 
 
 

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...