მთავარისიახლეებისაზოგადოებარიკოთის გვირაბთან ავარიის დროს გარდაცვლილი 6 ადამიანიდან 5 ერთი ოჯახის წევრია

რიკოთის გვირაბთან ავარიის დროს გარდაცვლილი 6 ადამიანიდან 5 ერთი ოჯახის წევრია

Published on

რიკოთის გვირაბთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი 6 ადამიანიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანაში, რომელსაც გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა, ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები ისხდნენ. ავარიის შედეგად, 5 ადამიანი, მათ შორის ბავშვები ადგილზევე გარდაიცვალნენ. ერთი კი ხაშურის საავადმყოფოში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 
მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მალევე გაწერეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...