მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილმა კიევში იმპიჩმენტის მორიგი მარში 4 თებერვალს დააანონსა

მიხეილ სააკაშვილმა კიევში იმპიჩმენტის მორიგი მარში 4 თებერვალს დააანონსა

Published on

უკრაინული ოპოზიციის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა   კიევში  მორიგი მარში 4 თებერვალს დააანონსა.
საპროტესტო აქციაში, რომლის მთავარი მოთხოვნაც პეტრო პოროშენკოს გადადგომა იქნება, სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
 
სამომავლო გეგმებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია ნიუს-ვანის ეთერში ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ,  შინაპატიმრობის მიუხედავად, საპროტესტო მოძრაობას არ წყვეტს.
მან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ნაწილობრივი შინაპატიმრობა მას პოლიტიკური მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით მიუსაჯეს. –   სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვეტილება ხელისუფლების კარნახით მიიღო, თავად პეტრო პოროშენკომ კი ვლადიმერ პუტინის დავალება შეასრულა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...