მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილი თავის ბინაში ტელესტუდიის გახსნას გეგმავს: ,,მე არ ვიჯდები აქ უსაქმურად,...

მიხეილ სააკაშვილი თავის ბინაში ტელესტუდიის გახსნას გეგმავს: ,,მე არ ვიჯდები აქ უსაქმურად, მე ბრძოლას ვაგრძელებ”

Published on

უკრაინის ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შინაპატიმრობის გამო ძულებულია გადადოს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში დადგეგმილი შეხვედრები, მაგრამ განზრახული აქვს ძალიან პროდუქტიულად გამოიყენოს დრო, რომელიც  სასამართლოს გადაწყვეტილებით შინაპატიმრობაში უნდა გაატაროს. – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა წუხელ, ტელეარხ NewsOne – ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
 
,,ჯერ ერთი, მე ახლა ვასრულებ მუშაობას ფილმზე უკრაინის მომავლის შესახებ, კერძოდ იმაზე, როგორი უნდა იყოს ახალი იურიდიული სისტემა, სახელმწიფო სისტემა, ახალი გეოგრაფია ტურიზმის თვალსაზრისით და ახალი ეკონომიკა და როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან ‘’ – განაცხადა მან.  
 
 პოლიტიკოსი ამბობს,  რომ შეიძლება თავის ბინაში ტელესტუდია გახსნას. 
,,ბინაში, რომელშიც ახლა ქირით ვცხოვრობ, შემიძლია შევქმნა ერთგვარი ტელესტუდია და აქედან წავიყვანო რეპორტაჟები,  ასე რომ შესაძლოა თქვენი კონკურენტიც აღმოვჩნდე. რასაკვირველია, ვხუმრობ – თქვენ დიდი ტელევიზია ხართ, ეს კი პატარა სტუდია იქნება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე არ დავჯდები აქ უსაქმურად. მე ბრძოლას ვაპირებ.'' – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 
   
 

 

 

   

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...