მთავარისიახლეებისაზოგადოებახვალიდან ამინდი გაუარესდება

ხვალიდან ამინდი გაუარესდება

Published on

28-30 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
 
საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ცნობით,  28 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, ღამით მთაში თოვლი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც დღისით გაძლიერდება. 
 
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით უმეტეს და დღისით ზოგიერთ რაიონში ნალექია ნავარაუდევი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3 +2. ხოლო დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება. 
 
რაც შეეხება დედაქალაქს , 28 იანვარს თბილიში, თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამით + 1, დღისით, +4 გრადუსი დაფიქსირდება. 
 
29 იანვარს დასავლეთ საქართველოში ღამით, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დღისით იწვიმებს. დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი, ზოგან ძლიერად. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ზოგან იწვიმებს, დღისით კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაფიქსირდება. 
 
29 იანვარს, თბილისში ღამით მცირე თოვლი, დღისით უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა + 3 გრადუსამდე დაფიქსირდება.
რაც შეეხება 30 იანვრის ამინდის პროგნოზს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით უმეტესად ითოვებს, დღისით კი ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსამდე იქნება. 
 
30 იანვარს თბილისში ღამით შესაძლოა ითოვოს, დღისით კი უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე მოიმატებს

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...