მთავარისიახლეებიპოლიტიკახმა მოსკოვიდამ: ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა პოპულარობა შემატოს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ძალიან...

ხმა მოსკოვიდამ: ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა პოპულარობა შემატოს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ძალიან საშიში ფიგურაა რეჟიმისათვის

Published on

ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა პოპულარობა შემატოს მიხეილ სააკაშვილს, როგორც რეჟიმის მიერ დევნილ პოლიტიკოსს, და ეს ძალიან საშიშია რეჟიმისათვის. – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის მისჯას რუსეთის გოსდუმის ეროვნებათა საქმეების ექსპერტთა საბჭოს წევრი, ,,მგიმოს“’ პოლიტიკური თეორიის კათედრის დოცენტი კირილ კოკტიში 
 
,,შეაძლოა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ რამდენადმე შეზღუდოს მისი პოლიტიკური საქმიანობა, მაგრამ მის ხელში რჩება ოპოზიციური მოძრაობის სადავეები და კონტროლი ოპოზიციაზე, იგი არ მისცემს პოროშენკოს მშვიდად ძილის შსაშუალებას’’ – აცხადებს ,,რია ნოვოსტისთან’’ საუბარში ექსპერტი, რომელსაც რაიმე სიმპათიას მიხეილ სააკაშვილის მიმართ ვერ დასწამებ.  – და იქვე დასძენს ძველ რუსულ სიმღერას: ,,სააკაშვილის ბედი დამოკიდებულია მის დონორებზე და მათზე, ვინც მის უკან დგას.’’
 
 ,,თუ დონორებმა კვლავაც განაგრძეს მისი მხარდაჭერა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალს უდაოდ აქვს შანსები – მაგრამ იგი დაქირავეული პოლიტიკური მენეჯერია, ამდენად ბევრი რამ არის დამოკიდებული არამარტო მასზე, არამედ მის სპონსორებსა და მოკავშირეებზე. ეს ის ხალხია, რომელთათვისაც  მიხეილ სააკაშვილი არის  ტარანი, რომლის მეშვეობითაც სურთ მათ  შეარყიონ პოროშენკოს ლეგიტიმურობა და პოლიტიკური სისტემა’’
 
კოკტიშის თქმით, რეჟიმის  მცდელობა ამ გზით შეზღუდოს სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა, მისთვის პლუსების მომტანიც შეიძლება აღმოჩნდეს და  მინუსებისაც, კერძოდ,  ამან შეიძლება შესძინოს მას კიდევ უფრო მეტი პოპულარობა, როგორც რეჟიმის მიერ დევნილს, რაც ამ რეჟიმსვე აზარალებს და  უკან  შემოუბრუნდება. ის, თუ რამდენად საშიშ ფიგურად დარჩება სააკაშვილი  რეჟიმისათვის, დამოკიდებულია მის პოლიტტექნოლოგებზე, იმაზე, თუ როგორ მოხდება მისი წარდგენა და პოზიციონირება. ''
 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...