მთავარისიახლეებისამართალითემირლან მაჩალიკაშვილს შეცდომით ესროლეს, სინამდვილეში სპეცრაზმი რუსლან ალდამოვს ეძებდა

თემირლან მაჩალიკაშვილს შეცდომით ესროლეს, სინამდვილეში სპეცრაზმი რუსლან ალდამოვს ეძებდა

Published on

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ეხმაურება პანკისში დაკავებული  რუსლან ალდამოვის ადვოკატის განცხადებას იმის შესახებ, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით,  სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილს შეცდომით ესროლეს, სინამდვილეში კი სპეცრაზმი მას ეძებდა.
 
ოჯახი შვილის დაჭრის პირველივე დღიდან იმეორებს, რომ ადგილი ჰქონდა შეცდომას და მათ შვილს  საერთო არაფერი ჰქონია ძებნის ობიექტებთან, კერძოდ,    მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი ირწმუნებოდა, რომ სპეცოპერაციის ღამეს მოისმინა ერთ-ერთი სპეცრაზმელის ნათქვამი , რომ მათ სახლში მხოლოდ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ.
 
"უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემს შვილს შეცდომით ესროლეს. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა მოეკლათ მძინარე ბავშვი? მეც ვფიქრობ, რომ ალბათ, ალდამოვში აერიათ, მითუმეტეს, ამას თვითონ ალდამოვიც ამბობს: ისინი ბავშვობაში მეგობრობდნენ და ერთ სახელს – თემოს ეძახდნენ ორივეს“, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა. 
 
თავის მხრივ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ აღნიშნა, რომ რადგან ალდამოვი ამ ვერსიაზე საუბრობს, ე.ი. ამის კონკრეტული საფუძველი აქვს. მალხაზ მაჩალიკაშვილი, სუს-ის ხელმძღვანელისა და სპეცოპერაციის მონაწილე ყველა იმ პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს, ვინც მისი შვილის „მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა“. 
 
„ამ დონეზე თუ ეშლება სახელმწიფოს ადამიანები, როგორ უნდა მქონდეს ამათი იმედი? სხვა უნდა მოეკლათ და მოდიან და 19 წლის უდანაშაულო ბავშვს მიკლავენ. ალბათ, აქვს ალდამოვს რაღაც საფუძველი, რომ თქვას ასეთი ვერსია. პირველივე დღეს ვეუბნებოდი სპეცრაზმს, რომ არასწორად იყვნენ მოსულები“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...