მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორც ჩანს, კარასინმა აბაშიძეს შეხვედრაზე ჩაიში შაქრის ნაცვლად მარილი ჩაუყარა,თორემ ადრე...

როგორც ჩანს, კარასინმა აბაშიძეს შეხვედრაზე ჩაიში შაქრის ნაცვლად მარილი ჩაუყარა,თორემ ადრე სხვაგვარად ჭიკჭიკებდა

Published on

თუკი ვინმე თვალთმაქცობს, ჩემი აზრით, რუსეთის მხარეა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს, რომელმაც გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ქართული მხარე თვალთმაქცობაში დაადანაშაულა, აღნიშნა რა, რომ ოფიციალური თბილისი ჯიუტად არ აღიარებს 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილ „ახალ რეალობას“ სამხრეთ კავკასიის რეგიონში და უარს ამბობს ქართული მხარის ინიციატივით რუსეთთან გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე.
 
„ამ კონტექსტში თუკი ვინმე თვალთმაქცობს, ჩემი აზრით, კვლავ რუსეთის მხარეა. მოსკოვში კარგად მოეხსენებათ, რომ კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2008 წელს არ დაწყებულა. მოსკოვში ისიც კარგად იციან, თუ ვინ და როგორ უწყობდა ხელს ამ კონფლიქტების გაღვივებას. ამაზე არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი არსებობს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მომზადდა. ამ თვალსაზრისით ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს, რასაც ადასტურებს ყველა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ცალკეული სახელმწიფოს სხვადასხვა სახის რეზოლუციები და განცხადებები“, – განუცხადა აბაშიძემ „ინტერპრესნიუსს“. 
 
მისი თქმით, ქართული მხარე ყოველთვის მკაფიოდ აცხადებდა და აცხადებს, რომ არასდროს შეეგუება ქვეყნის რეგიონების ოკუპაციას. 
 
„თუ რუსეთს სურს კონსტრუქციული დიალოგი, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების ხელყოფას არ შევეგუებით და არსებულ ვითარებაში ვერც დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მოხდება“, – დასძინა ზურაბ აბაშიძემ.
როგორც ჩანს კარასინმა ფინჯან ჩაისთან შეხვედრაზე შაქრის ნაცვლად მარილი ჩაუყარა, რადგან მანამდე სხვაგვარად ჭიკჭიკებდა. 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...