მთავარისიახლეებიპოლიტიკაპანკისის ხეობაში დღეს აქცია გაიმართება და უხუცესთა განცხადება გავრცელდება

პანკისის ხეობაში დღეს აქცია გაიმართება და უხუცესთა განცხადება გავრცელდება

Published on

გავრცელებული ინფორმაციით, პანკისის მოსახლეობა დღეს აქციის გამართვას გეგმავს. ადგილობრივები კიდევ ერთხელ მოითხოვენ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილე პირებისა და მათი ხელმძღვანელების დასჯას.
 
"უნდა მოვითხოვოთ სიმართლის დადგენა, რომ უდანაშაულო ბავშვი გაწირა ამ სახელმწიფომ. ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა, შეადგინა და ვინც ესროლა, სასამართლოს წინაშე წარდგნენ და კანონიერად დაისაჯონ," – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა.  
 
დღესვე უნდა გავრცელდეს უხუცესების განცხადება, თუმცა მის კონკრეტულ შინაარსზე ადგილობრივები წინასწარ არ საუბრობენ.
 
პარალელურად, დღესვე ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტები, მაჩალიკაშვილების სახლში, ბალისტიკურ ექსპერტიზას ჩაატარებენ.
 
"ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხი, რომელიც უკვე მოვიდა და წარმოდგენილია მოწინააღმდეგე მხარის მიერ, ჩვენ ცხადია, ეჭვქვეშ ვაყენებთ, არ ვენდობით ამგვარ დასკვნებს თუ არ იქნება ჩვენს მიერ გადამოწმებული," – აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი. 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...