მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა

თბილისის სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა

Published on

თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღების ფუნქციონირება დღეს დილიდან შეწყდა – ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ბაღების შენობების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობაა, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების დასკვნით, არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.“თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ საბავშვო ბაღების მონიტორინგი დაიწყო და მოითხოვა ყველა შენობის კონსტრუქციული მდგრადობის საკითხი შესწავლა, ბოლო 4 წლის მანძილზე აშენებული ბაღების გამოკლებით. ამ ეტაპზე, კვლევა ჩაუტარდა ყველა იმ შენობას, რომელთა მდგომარეობა, ერთი შეხედვით, იწვევდა ეჭვს მათი ავარიულობის თაობაზე. შენობები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა შეისწავლეს.ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, N125, N19 და N84 საბავშვო ბაგა-ბაღების ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა როგორც არადამაკმაყოფილებელი. ექსპერტების დასკვნით, საჭიროა შენობებს ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერებითი და სხვა თანმდევი სამუშაოები, არსებული მდგომარეობით კი ბაღების ექსპლუატაცია მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება სამივე საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე”,– აღნიშნულია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.მათივე ცნობით, 29 იანვრიდან აღნიშნულ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები რაიონში არსებულ სხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან.
 
პარალელურად დაიწყება აღნიშნული ბაგა-ბაღების შენობების სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....