მთავარისიახლეებიეკონომიკასულ მალე ტაქსების მძღოლებს ოჯახების შიმშიმილისგან დახსნაზეც ნებართვის აღება მოუწევთ და...

სულ მალე ტაქსების მძღოლებს ოჯახების შიმშიმილისგან დახსნაზეც ნებართვის აღება მოუწევთ და ამაშიც ფულს გადაახდევინებენ- ნიკა მელია

Published on

,,ხელისუფლებამ ეკონომიკა ჩამოშალა და ახლა ცდილობს ხალხისგან კიდევ უფრო მეტი ფული ამოიღოს და ასე მოახდინოს საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზება''.- აცხადებს ნაციონალური მოძრაობის  პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია.- ჯარიმებს ზრდიან ყველა სფეროში: სოფლის მეურნების სამინისტროში, გარემოს დაცვის სამინისტროში, ქონებრივ ნაწილში, ჯარიმა გაზარდეს ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობისთვისაც კი (5 ლარიდან 20 მდე), მძიმე სატრანსპორტო საშუალებები ქალაქში თუ შემოვლენ 20 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმდებიანო დღეს გვამცნო კალაძემ, არადა თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზა დანგრეულია და ხელისუფლება დღემდე ვერ არემონტებს, თორემ მძღოლებს საცობებით ჩაჭედილ ქალაქში ყველაზე ნაკლებად სურთ შემოსვლა
 
ამას ემატება:
– ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სანომრე ნიშნების სავალდებულო შეცვლა;
– ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სავალდებულო ტექ. დათვალიერება;
– გაძვირებული კომუნალური გადასახადები წყალზე, ბუნებრივ აირზე, ელ. ენერგიაზე;
– გაუგებარი საპენსიო გადასახადი/მოსაკრებელი;
– სულ მალე კი ტაქსების მძღოლებს ოჯახების შიმშიმილისგან დახსნაზეც ნებართვის აღება მოუწევთ და ამაშიც ფულს გადაახდევინებენ.
 
ანუ სასანქციო და საჯარიმო ნაწილს ყველა მიმართულებით ამკაცრებენ, ხალხს კი გაუფასურებული ლარისა და გაზრდილი ფასების ფონზე შემოსავალი სულ უფრო და უფრო აკლდება და ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეების რაოდენობაც დრამატულად მცირდება.'' – წერს ნიკა მელია თავის ფეისბუქგვერდზე

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...