მთავარისიახლეებისაზოგადოებადევნილები მინიჭებულ სარეიტინგო ქულებს აპროტესტებენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ

დევნილები მინიჭებულ სარეიტინგო ქულებს აპროტესტებენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ

Published on

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრები 5 ოჯახი შენობიდან გაყვანას ითხოვს. შპს „ლესოს“ საკუთრებაში არსებულ  საცხოვრებელში,  როგორც დევნილები ამბობენ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რომელიც 2015 წელსაა გაცემული, შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. თუმცა, დევნილთა სამინისტროდან მიღებული პასუხში ვკითხულობთ, რომ შენობა ნგრევადი არ არის და დაუყოვნებლვ დაცლის საჭიროებასაც ვერ ხედავენ.

 

 

შენობაში მცხოვრები მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, აწვიმთ მაშინ, როცა გარეთ წვიმს და მაშინაც, როცა არ წვიმს.

 

 

დევნილები ამბობენ, რომ მათი შფასების ქულები ძალიან დაბალია და ბინას ვერც ამ ჯერზე მიიღებენ.თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრებთა მდგომარეობა დევნილთა სამმართველოსთვის ცნობილია, თუმცა, როგორც საამართველოს უფროსი განმარტავს, ამ ეტაპზე მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილება არ იგეგმება.ქულებით უკმაყოფილო დევნილები ვითარების გარკვევას ითხოვენ, მათი თქმით, გაურკვევევლია, რატომ მოუვიდათ დაბალი ქულები და რის საფუძველზე ეუბნებიან ბინით დაკმაყოფილებაზე უარს.დევნილებისთვის მინიჭებული ქულების შესახებ განმარტება გააკეთა მანუჩარ ჩილაჩავამ, მისი თქმით, დაბალი ქულების დაწერა ბრძანებაში შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია.ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართით 240 ოჯახი დაკმაყოფილდება, თუმცა იქნებიან თუ არა მათ რიგებში ეს დევნილები, უცნობია.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...