მთავარისიახლეებისაზოგადოება"არა ჩადებას!"- ამ მოთხოვნით გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერ აქციას საზოგადოებისათვის ცნობილი სახეებიც შეუერთდებიან.

“არა ჩადებას!”- ამ მოთხოვნით გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერ აქციას საზოგადოებისათვის ცნობილი სახეებიც შეუერთდებიან.

Published on

"არა ჩადებას!"- ამ მოთხოვნით გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას მხარდამჭერ აქციას საზოგადოებისათვის ცნობილი სახეებიც შეუერთდებიან.ისინი სახელმწიფოსგან ე.წ. ჩადების ინსტიტუტის გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობენ.„ვუერთდები იმიტომ, რომ მინდა ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში ეს ყველაზე მანკიერი, ყველაზე მანკიერი პრაქტიკა რაც არის და რასაც სახელად ჰქვია ჩადება, დასრულდეს,“-აცხადებს მწერალი ნენე კვინიკაძე.
მწერლები, მომღერლები და მსახიობები, გიორგი გიორგანაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.„მე ზუსტად ვიცი, რომ მას ჩაუდეს. ამ საკითხს უბრალოდ ვერ განვაზოგადებ და ვარ წინააღმდეგი ზოგადად ამის. რა თქმა უნდა არ არის ახალი და ყველა ამ ქვეყანაში დავიბადეთ და ვიცით, რომ ასეთი რაღაცეები ხდება. უნდა დასრულდეს ასეთი რაღაცეები და კონკრეტულად ბახალას შემთხვევაში ჩემთვის ძაან ნათელია, რომ აქ ამას ჰქონდა ადგილი,“-განაცხადა ”Sou festival”-ის დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა სანდრო ლომინაშვილმა

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....