მთავარისიახლეებისაზოგადოებატაქსების რეგისტრაცია სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონშიც სავალდებულო ხდება

ტაქსების რეგისტრაცია სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონშიც სავალდებულო ხდება

Published on

ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს საკურორტო ზონებშიც დაიწყება, – ინფორმაცია ამის შესახებ  "ინტერპრესნიუსი" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადების საფუძველზე ავრცელებს. 
,,პირველ რიგში, რეგიონებში რასაც ვიზამთ არის ის, რომ აუცილებლად შემოვიღებთ ამ რეგულაციებს საკურორტო ზონებში. წელს კატასტროფა ხდებოდა ბაკურიანში. მთელი საქართველოდან ტაქსები ბაკურიანში იყო ასული. ერთ დამსვენებელზე ამდენი ტაქსი საჭირო ნამდვილად არ იყო. აქედან გამომდინარე, ეს რეგულაციები აუცილებლად მოხდება და მოხდება სწრაფად, ამის აუცილებლობა დგას. აუცილებელია ეს ყველაფერი გაკეთდეს და მოწესრიგდეს''.- განაცხადა ალავიძემ.
 

მინისტრი მიესალმა   კახი კალაძის განცხადებას   მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე იმის შესახებ, რომ თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს. კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს.
 
მინისტრი ჯერჯერობით ვერ ამბობს,როგორი იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, "ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ მივიღოთ ნორმალური რეგულაციები, რათა ხელი არ შეეშალოს არც ბიზნესს და არც დამსვენებელს", – განაცხადა მან, შესაბამისად არ კონკრეტდება, სად,როდისდარასახით მოხდება ეს რეგიონებში. ყოველ შემთხვევაში, ის რომ რეგისტრაცია სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონსაც შეეხება, უეჭველია.  
 
 
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...