მთავარისიახლეებისაზოგადოებასერგეი შამბა სწორებას ქართულ სასამართლოზე იღებს

სერგეი შამბა სწორებას ქართულ სასამართლოზე იღებს

Published on

ქართულმა სასამართლომ სასჯელი გამოუტანა სააკაშვილს იმის გამო, რომ შეწყალების კომისიის გვერდის ავლით სამი პოლიციელი შეიწყალა, ხოლო გიორგი ლუკავას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება რაულ ხაჯიმბამ ერთპიროვნულად მიიღო, – განაცხადა „ერთიანი აფხაზეთის“ პარტიის ლიდერმა სერგეი შამბამ. 
 
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს შეწყალების უფლება აქვს, ასეთი გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“. 
 
„ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი ვიყოთ იმასთან მიმართებაში თუ რა ხდება ქვეყანაში. 20 წელია ვსაუბრობ იმ ცვლილებებზე, რომელიც განხორციელებული უნდა იყოს, რათა პარლამენტმა რეალურად აკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება. დღეს პარლამენტი გვაქვს, რომელიც პრეზიდენტს იცავს. მთელი ჩემი ცხოვრება ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ვიბრძოდი, მაგრამ დღეს ყველანი წითელ ხაზთან ვდგავართ, რომლის იქეთ სახელმწიფოებრიობის დაკარგვაა“, – აღნიშნა მან.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...