მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროკურორის ოჯახში კონფლიქტის დროს მამაკაცი დაშავდა

პროკურორის ოჯახში კონფლიქტის დროს მამაკაცი დაშავდა

Published on

წყნეთის ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაშავდა. როგორც ჟურნალისტებს ადგილზე ვაკე-ბაგების საუბნო სამსახურის უფროსმა თამარ მელიამ განუცხადა, არსებული ინფორმაციით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი არის პროკურორი, თუმცა, მის გვარსა და სახელს ვერ აკონკრეტებს.„როგორც შემოვიდა შეტყობინება, გვიან ღამით მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რამაც გამოიწვია ხმაური და ჩხუბი. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, მაგრამ ამ დროისთვის სიწყნარეა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა თქვეს, რომ პაციენტმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. როგორც გვითხრეს, ოჯახის ერთ-ერთი წევრი პროკურორია“, – განაცხადა თამარ მელიამ. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ პირს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...