მთავარისიახლეებისაზოგადოებააქცია ლოზუნგით „ყველა ერთისთვის“ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად მთავრობის ადმინისტრაციასთან ხვალ გაიმართება

აქცია ლოზუნგით „ყველა ერთისთვის“ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად მთავრობის ადმინისტრაციასთან ხვალ გაიმართება

Published on

აქცია გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით გაიმართება და მას უერთდებიან: „თეთრი ხმაურის მოძრაობა“, „ტალღა“, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), “2 ივნისის მოძრაობა”, “გირჩი”, “ქალთა მოძრაობა”, “თანასწორობის მოძრაობა”, “საფარი”.
 
აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, „დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ გიორგი გორგანაშვილი და ბექა წიქარიშვილი; კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები; უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტკა“. ასევე, მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება შეწყალებასთან დაკავშირებით.
 
„ქვეყანაში, სადაც მუქარის გამოყენებით გაუპატიურება 3-დან 5 წლამდე ისჯება, მოძალადეებსა და მკვლელებს 5 წლამდე პატიმრობას აკმარებენ და ასაფეთქებელი ნივთიერებების მფლობელებს ერთ წელიწადში ათავისუფლებენ საპატიმროებიდან, ნარკომომხმარებლებს, რომელთაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მცდელობა ედებათ ბრალად, რვიდან ოც წლამდე ან უვადოდ სვამენ ციხეში მიკროდოზების გამო. პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილს პირადი მოხმარების მიზნით 0.37 გრამი იმ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, თუმცა სასამართლოსთვის ადამიანის 8 წლით ციხეში გასაგზავნად საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ 2 პოლიციელის ჩვენება. გიორგი გიორგანაშვილის საქმე ნათლად აჩენს დღეს არსებული ნარკოპოლიტიკისა და მართლმსაჯულების სისტემურ პრობლემებს. სამწუხაროდ, არსებული პოლიტიკა მთლიანად ორიენტირებულია ადამიანების იზოლაციასა და ჩაგვრაზე, ხოლო სასამართლო და კონკრეტული მოსამართლეები ვერ ხედავენ აღნიშნულ უსამართლობას და ბრმად აღასრულებენ მართლმსაჯულებას იმ კანონების საფუძველზე, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანების დევნასა და მათ იზოლაციაზე“, – ნათქვამია „თეთრი ხმაურის“ განცხადებაში.
 
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს გუშინ, საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...