მთავარისიახლეებიკონფლიქტებივისია აიბგა? - რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთთან ტერიტორიული პრეტენზიები აქვს

ვისია აიბგა? – რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთთან ტერიტორიული პრეტენზიები აქვს

Published on

რუსეთის თავდაცვის ფედერალურმა სამსახურმა ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულება ახალი რედაქციით გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთს არ გააჩნია სხვა ქვეყნებთან ტერიტორიული პრეტენზიები და მათი დასაკუთრების სურვილს უარყოფს. სახელმწიფოს საზღვრების შეცვლის მცდელობები ქვეყნის ნაციონალური უსაეფრთხოების მთავარ საშიშროებადაა აღნიშნული.
 
განკარგულებაში საუბარია აფხაზეთზეც. რუსულ მხარეს სოფელი აიბგას რუსული მხარის მიღება სურს. ოკუპირებული აფხაზეთი თავის ეკონომიკურ პარტნიორთან და სამხედრო მხარდამჭერთან ტერიტორიას არ თმობს.  აიბგა   რუსეთის საზღვართან, ზამთრის კურორტ კრასნაია პოლიანასთან ახლოს მდებარეობს და ქალაქ სოჭის შემადგენლობაში შედის, სოფლის ნაწილი კი აფხაზურ მხარეს არის დარჩენილი  მდინარე ფსოუსთან და აფხაზებს მისი დათმობა არ სურთ.  
 
 აფხაზეთის მხარის თქმით, სოფელი ორ ნაწილად გაჰყვეს,  1920-იანი წლები შუა რიცხვში, სოფელი საბჭოთა რუსეთის ნაწილი იყო, ხოლო საზღვარი აფხაზეთთან მდინარე ფსოუს სამხრეთით გადიოდა. 1929 წელს ადმინისტრაციული საზღვარი შეცვალეს და პირდაპირ მდინარე ფსოუზე გაავლეს. რუსეთში მიიჩნევენ, რომ აიბგა ამავე დროს სოჭის ოლქის ნაწილში შედიოდა.
 
. 2014 წელს სოჭში ოლიმპიადის დროს, რუსმა მოსაზღვრებმა დეფაქტო აფხაზეთთან საზღვრის კონტროლი გაზარდეს. თამაშების დასრულების შემდეგ, კონტროლი არ შეამსუბუქეს. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....