მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებას ითხოვს

ოპოზიცია დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებას ითხოვს

Published on

საპარლამენტო ოპოზიცია ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კრიმინალური ფაქტების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, რის გამოც ისინი ძალოვანი უწყებების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
 
„კრიმინალური სამყარო გახდა ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ავანსის მიმცემი. ამ გეზმა განაპირობა ზუსტად ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც დღეს გვაქვს. რასაკვირველია სტატისტიკა უნდა გამოქვეყნდეს, სწორედ ამიტომ არ აქვეყნებენ სტატისტიკას, რომ არ გაეგო საზოგადოებას თუ რამდენად გაზრდილია გამოძახებების რაოდენობა,“ – აცხადებს "ენმ"-ის წევრი ხატია დეკანოიძე.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის ამსახველი სტატისტიკის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებენ „ევროპული საქართველოს" წევრები.
 
„შს სამინისტრომ სტატისტიკის გამოქვეყნება კარგა ხნის წინ შეწყვიტა და ცდილობენ, საზოგადოებას დაუმალონ სურათი, რაც გვაქვს ქვეყანაში. ეს არის სურათი, რაც არის შემაშფოთებელი, რაზეც ხელისუფლებას მართებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, პოლიტიკის შემუშავება. არა რაღაც პოსტსაბჭოთა რეიდების სახით, რომელიც კანონმორჩილ მოქალაქეებს აწუხებს,“ – აცხადებს ოთარ აბესაძე.
 
საპარლამენტო უმრავლესობაში კი, კრიმინალური შემთხვევების რაოდენობის გაზრდის არ სჯერათ და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნებას ელოდებიან.
 
„ვერ გეტყვით რას ეყრდნობა ოპოზიციის არგუმენტები, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, შს სამინისტრო უახლოეს დღეებში აპირებს გამოაქვეყნოს დანაშაულის ოფიციალური სტატისტიკა, რის შემდეგაც ჩვენ შევძლებთ ვიმსჯელოთ კონკრეტულ დეტალებზე,“ – ამბობს მმართველი გუნდის წარმომადგენელი გოგა გულორდავა. 

სიახლეები

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...

კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა. ის...

რუსებო, მონებო – ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა

ქართული ოცნების მთავრობის წევრები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ. მათ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. პარალელურად, გვიან...

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა | 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ...