მთავარისიახლეებისამართალიმუჟავაში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრების მოთხოვნა ხელახალი გამოძიების დაწყების შესახებ პროკურატურამ არ...

მუჟავაში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრების მოთხოვნა ხელახალი გამოძიების დაწყების შესახებ პროკურატურამ არ დააკმაყოფილა.

Published on

სოფელ მუჟავაში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან შეიკრიბნენ.ბექა რუსიას ოჯახს არ სჯერა გამოძიების ობიექტურობის და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. მათი თქმით, ამ საქმეზე მხოლოდ ერთი პირია დაკავებული, ხოლო იკვეთება მეტი პირის დანაშაული.პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს რუსიას ოჯახის წევრებმა განუცხადეს, რომ პროკურორმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ოჯახი საგუშაგოს უფროსის ალექსანდრე კვიჟინაძის დაკავებას ითხოვენ.ოჯახის ადვოკატი როლანდ შონია ამბობს, რომ პროკურატურა საქმის მიჩქმალვითაა დაკავებული. მისი თქმით მას, როგორც დაზარალებულის ადვოკატს არ ქონია შესაძლებლობა, საქმის მასალებს დეტალურად გაცნობოდა. მისივე თქმით, საქმეში ბევრი უზუსტობებია. მათ შორის მომხდარის დეტალებთან დაკავშირებით.ბექა რუსია სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მუჟავას საგუშაგოზე უფროსის ტაბელური იარაღიდან გასროლით შსს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელი ბექა რუსია დაიღუპა.ოფიციალური ინფორმაციით, ის გვერდით მდგომი წვევამდელის შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ბექა რუსიას ოჯახის ადვოკატის, როლანდ შონიას განცხადებით, ოჯახი ითხოვს, საგუშაგოს უფროსის ალექსანდრე კვიჟინაძის დაკავებას, რადგანაც იარაღი, რომლიდანაც ჯალაღანიამ გაისროლა, სწორედ მას ეკუთვნოდა.
 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...