მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

Published on

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია "news one"- ის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი კრიზისის დასაძლევად ოპოზიციურ ძალებს შორის პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმებაა საჭირო.
 
მისი თქმით, კანდიდატი მოსახლეობის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით და საჯარო დებატების შემდეგ უნდა იყოს შერჩეული, რაც ამომრჩეველს მოქმედი ხელისუფლებისგან ალტერნატიულ კანდიდატზე არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს.პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთის კრიტიკა უნდა დაასრულონ, რადგან უკრაინის მთავრობა მათ შორის არსებულ უთანხმოებებს საკუთარი ინტერესების დასაცავად იყენებს.
 
„ოპოზიციური პარტიები უნდა გაერთიანდნენ და რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. იმისთვის, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოვიდეთ, უნდა განვსაზღვროთ, ვის გარშემო გავერთიანდებით. კარგი იქნება, თუ უახლოეს თვეებში პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას შევძლებთ. ჩვენ უნდა შევარჩიოთ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პრაიმერიზში მიიღებენ მონაწილეობას, გამართავენ დებატებს, შემდეგ კი მოსახლეობა თავად გადაწყვეტს თუ ვის ანიჭებს უპირატესობას. სწორედ ამ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი გაერთიანებულმა ოპოზიციამ. ჩვენ ვებრძვით დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელიც ქვეყნის სათავეში აღარ უნდა დარჩეს. ხალხი მხოლოდ იმიტომ ითმენს, რომ მათ ალტერნატიულ ძალასთან დაკავშირებით აზრი არ აქვს ჩამოყალიბებული," – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...