მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაუქმდება თუ არა სკოლის გამოსაშვები გამოცდები?

გაუქმდება თუ არა სკოლის გამოსაშვები გამოცდები?

Published on

სკოლის გამოსაშვები გამოცდები, შესაძლოა, რამდენიმე საგანში გაუქმდეს. განათლების მინისტრის  მიხეილ ჩხენკელის თქმით,  სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და გამოცდებთან მიმართებაში ცვლილებები შესაძლოა, წელსვე ამოქმედდეს. 
 
„ჩვენ, სახელმწიფოს, საზოგადოებას გვჭირდება მოაზროვნე ადამიანები. ყველა სპეციალობაში ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად აქცენტი უნდა გაკეთდეს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებაზე. ხშირად ვიმეორებ პლუტარქეს გამონათქვამს, რომ „გონება ეს არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ეს არის ცეცხლი, რომელიც უნდა დაანთო“. სწორედ ეს იქნება ჩვენი დევიზი განათლების ყველა საფეხურზე – სკოლაშიც, პროფესიულ კოლეჯშიც და უმაღლეს საფეხურზეც. გამოცდებიც შესაბამისად უნდა ასახავდეს ამას. ჩვენ ახლა საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ გამოცდების ცენტრთან რომ ამ კუთხით წავიყვანოთ გამოცდები. ცხადია, იქ უნდა მოხდეს შემოწმება, რამდენად აქვს მოსწავლეს ინფორმაცია, მაგრამ ასევე აქცენტი უნდა გაკეთდეს შემოქმედებითი აზროვნების კუთხით. ცვლილებები გამოცდების კუთხითაც დაგეგმილია და ვმუშაობთ“, – განაცხადა მინისტრმა. 
 
კითხვაზე – ხომ არ იგეგმება სკოლის გამოსაშვები გამოცდისა და უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების გაერთიანება? – ჩხენკელი ასე პასუხობს: „გაერთიანება არ არის სწორი ფორმულირება, მაგრამ ორივე ტიპის გამოცდაზე ვმუშაობთ და ცვლილებები შესაძლებელია ორივეს შეეხოს. განსაკუთრებით სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს. თუმცა, გაერთიანება ნამდვილად არ მოხდება. ეს ორი სხვადასხვა რამეა. სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით გაიგებთ… გაუქმდება თუ არა გამოსაშვები გამოცდები, ვნახავთ. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მოდელზე. გვინდა, რომ ჩვენი გამოცდების სისტემა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. გამოცდების ოპტიმიზაცია მოხდება და გამოცდა რეალურად შეამოწმებს ცოდნას. შესაძლებელია, კონკრეტული მიმართულებით ცვლილებები წელსაც იყოს“, – განაცხადა ჩხენკელმა. 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...