მთავარისიახლეებიპოლიტიკაროდესაც მიხვდნენ, რომ მე პიარი და ფულის კეთება კი არა, ხალხის...

როდესაც მიხვდნენ, რომ მე პიარი და ფულის კეთება კი არა, ხალხის დახმარება მსურს, აქტიურად დაიწყეს ჩემი მოშორება – განაცხადა პრეზდენტმა სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინიდან მისი გაძევებით პირადად ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა დაინტერესებული. ამის შესახებ სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
„ეს არის პოროშენკოს პირადი ბრძანება. ის მალდივებიდან დაბრუნდა და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ბრძანება გასცა.
რაზე მიდის აქ საუბარი?
ეს უპრეცედენტო შემთხვევაა – უკრაინის უშიშროების სამსახური ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, რომელიც მათ სასარგებლოდ იყო გამოტანილი
.
მე უკანონოდ ჩამომართვეს მოქალაქეობა, რაზეც ოდესმე პოროშენკოს პასუხისგება მოუწევს. რატომ გავხვდი მე უკრაინის მოქალაქე? 2013 წელს პოროშენკო ამბობდა – მე მაქვს რეფორმების გატარების ორი მაგალითი – საქართველო და სინგაპური. როდესაც მე მაიდანზე მათ ვეხმარებოდი, ყველა ამბობდა – როგორ გაგვიმართლა, რომ სააკაშვილი აქ არის. ეს მათთვის კარგი პიარ-სვლა იყო – „სააკაშვილი სახელმწიფო სამსახურში“.
 
მე მსურდა, უკრაინელ ხალხს დავხმარებოდი, მათ კი კარგი პიარის გაკეთება სურდათ. როდესაც ისინი მიხვდნენ, რომ მე პიარი და ფულის კეთება კი არა, არამედ ხალხის დახმარება მსურს, მათ აქტიურად დაიწყეს ჩემი მოშორება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...