მთავარისიახლეებისაზოგადოებაფონდი „სოკო“, სანდრა ელისაბედ რულოვსისა და ალექსანდრე ქობალიას ინიციატივით სოციალურად...

ფონდი „სოკო“, სანდრა ელისაბედ რულოვსისა და ალექსანდრე ქობალიას ინიციატივით სოციალურად დაუცველ ოჯახებს კვების პროდუქტებს გადასცემს.

Published on

საქველმოქმედო ფონდი „სოკო“,  სანდრა ელისაბედ რულოვსისა  და ალექსანდრე ქობალიას ინიციატივით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს კვების პროდუქტებს გადასცემს. პაკეტში შედის ყველა აუცილებელი პროდუქტი, რასაც თოთოელი ოჯახი ყოველდღიურად მოიხმარს, შაქარი, წიწიბურა, სპაგეტი, შოკოლადი, ბარდა, მაკარონი, კვერცხი, ჩაი, ბრინჯი, მაიონეზი, კაკაო, ზეთი, კარაქი, შვრიის ფანტელი, კიტრის მარინადი, ლიმონათი, ტომატ-პასტა, შედედებული რძე, ფქვილი, ყავა, ორცხობილა, პატარებისტვის სათამაშოები, წიგნები, ფერადი ფანქრები და სხვა. ნობათი სანდრა რულოვსმა თითოეულ მათგანს პირადად გადასცა და ჰოლანდიელ სპონსორებს მადლობა გადახადა თანადგომისთვის.საქველმოქმედო ფონდს ამჯერად ნიდერლანდების ორგანიზაცია SHARITY FUND-იც დაეხმარა. “ცოტა დავაგვიანეთ ამ პროდუქტების გაცემა, ეს უნდა მომხდარიყო ახალ წლამდე, მაგრამ იცით, რომ რთული პერიოდი გვქონდა მიშას გამო უკრაინაში, მაგრამ დღეს აქ ვართ და ვმუშაობსთ. ძალიან მძიმე ცხოვრება აქვს ხალხს, საჭმლის ფული არა აქვთ, წამლებს ვერ ყიდულობენ, შესის პრობლემაც აქვთ. ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს, დაეხმაროს ამ ოჯახებს არა მარტო სამეგრელოში, სხვაგანაც, პენსია არ ყოფნით, ფასები მომატებულია. ფონდი სოკო მეოთხედ ატარებს ამ აქციას და წელიწადში ორჯერ ვახერხებთ ამას, ექოიმებიც ჩამგვყავს და უფასოდ სინჯავენ მოსახლეობას.“- განაცხადა სანდრა რულოვსმა. „პატარები ელოდებოდნენ ამ საჩუქრებს განსაკუთრებით, ღმერთმა გაახაროს შვილო, წაგვადგება ცოტას, ადრეც მივიღეთ საკვები პროდუქტები..გვეიმედება ძალიან“- ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი, ვინც ფონდი სოკოსგან დახმარება უკვე მესამედ მიიღო.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...