მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ოლიგარქატი უკრაინაში დიდხანს ვერ იბოგინებს !''- სკანდირებენ პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერები სააპელაციო სასამართლოში

,,ოლიგარქატი უკრაინაში დიდხანს ვერ იბოგინებს !”- სკანდირებენ პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერები სააპელაციო სასამართლოში

Published on

საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საზღვრის გადაკვეთის წესები დაარღვია და სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგოს.
 
„დეკემბრის ბოლოს უკრაინის მოქალაქე პეტრო პოროშენკო მივიდა კიევის აეროპორტში, შევიდა უკანა შესასვლელიდან, აჩვენა სხვა სახელსა და გვარზე გაცემული პასპორტი, ავიდა თვითმფრინავში და კონტროლის გავლის გარეშე გაფრინდა მალდივის კუნძულებზე. მან დაარღვია უკრაინის კანონმდებლობა, ვინაიდან არ გადააბარა სხვას უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებები“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
დარბაზში შეკრებილი მოქალაქეები პრეზდენტ სააკაშვილის ამ განცხადებას შეეგებნენ შეძახილებით ,, პოროშენკოს ხელისუფლება ბარიგების ხელისუფლებაა! გაუმარჯოს უკრაინას! ოლიგარქატი უკრაინაში დიდხანს ვერ იბოგინებს !''
 

სიახლეები

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...