მთავარისიახლეებისამართალიკიევის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა და საქმე საკასაციო...

კიევის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა და საქმე საკასაციო სასამართლოს გადასცა

Published on

 ხელების ფშვნეტა კიევშიც და თბილისშიც დღეს ორივე ხელისუფლებას ტყუილად შერჩა.
 
კიევში დასრულდა სააპელაციო -ადმინისტრატიული სასამართლოს სხდომა, რომელიც იხილავდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხზე ადრე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას. 
 
კიევის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლეების აცილების შესახებ და საქმე საკასაციო სასამართლოს გადასცა. სწორედ   საკასაციო ინსტანცია გადაწყვეტს საბოლოოდ მოსამართლეების აცილების საკითხს.
ამგვარად, უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის კიევის ოლქის სამმართველოს აპელაციის განხილვა დროებით გადაიდო
 
სეგახსენებთ, .კიევის სააპელაციო ადმინისტრაციული სასამართლო დღეს იხილავდა  უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის აპელაციას 3 იანვარს კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე.

 
მოლოდინი იმისა, რომ დღეს სასამართლო შეძლებდა უარი ეთქვა ხელისუფლების დაკვეთაზე, დიდი არ იყო, ამდენად ადვოკატთა შუამდგომლობის დაკმაყოფილება, თუნდაც ნაწილობრივი, დიდი მიღწევაა და იგი მიხეილ სააკაშვილის, როგორც მძიმეწონიანი  პოლიტიკური ფიგურის ბრძოლისუნარიანობასთან და ხალხის პროტესტთან არის დაკავშირებული. 
 
„ხელისუფლება ცდილობს სასამართლო პროცესები ხელოვნურად დააჩქაროს. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა მის მიერ მანამდე მოგებული საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ვიმედოვნებთ, სასამართლო კოლეგია დღეს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, გაითვალისწინებს დაცვის მხარის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, ხოლო არგუმენტებს, რომელსაც საემიგრაციო სამსახური, ყოველგვარი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე ეყრდნობა, უსაფუძვლოდ მიიჩნევს,“ – აცხადებდა დღეს დილით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი პაველ ბოგომაზოვი, თუმცა სასამართლომ მაინც ვერ გაბედა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არა მხოლოდ მოსამართლეების აცილებასთან, არამედ საზოგადოდ აპელაციის არსებითი საკითხის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. 
 
ჯერი ახლა საკასაციო სასამართლოზეა, მაგრამ გადაგმულია კიდევ ერთი ნაბიჯი წინ – ასე რომ ხელების ფშვნეტა კიევშიც და თბილისშიც დღეს ორივე ხელისუფლებას ტყუილად შერჩა. 
 
 

 
 


 

სიახლეები

წიწაკის სპრეის შესაძენად შსს-ს წერილობითი თანხმობა დაგჭირდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აეროზოლური მოწყობილობები (წიწაკის სპრეი) რეგულაციას დაექვემდებარება...

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ

„ქართული ოცნება“ ახალ “საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. პაპუაშვილის განცხადებით, იგეგმება სარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლება. მისივე...

საია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა

საია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა. ამის შესახებ იურისტებმა საგანგებო...

ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრ სანქციებს ჰპირდება ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობას გააგრძელებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რესპუბლიკელები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც მკაცრ სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ...