მთავარისიახლეებიუკრაინადავით საყვარელიძე: მალდივა, ქეში და პასპორტი!

დავით საყვარელიძე: მალდივა, ქეში და პასპორტი!

Published on

პრეზიდენტი უკრაინის პასპორტს  და მოქალაქეობას ეპყრობა ისე, როგორც "როშენის" კანფეტს. გასცა -კანფეტი-მიიღო კანფეტი. – ასე ეხმაურება დავით საყვარელიძე უკრაინის პრეზდენტის ინკოგნიტო ჩასვლასა და დასვენებას მალდივის კუნძულებზე.
 
,,მალდივა, ქეში და პასპორტი! არასდროს არ თქვათ, რომ ჩვენი პრეზიდენტი და მთავარსარდალი ძუნწი ან აბსოლუტურად არაკრეატიულია. -წერს იგი ტავის ფეისბუქგვერდზე – ეს ხომ აუცილებელი იყო დაგვენახა, რომ პრეზიდენტი ყველაზე დიდია, მაგრამ, სამწუხაროდ , ყველაზე ღარიბი ევროპის ქვეყანა,  რომელიც მუდმივ  საომარ მდგომარეობაში იმყოფება , მან დატოვა ყალბი პასპორტებით და ინკოგნიტო თვითმფრინავით, ჩემოდნებითა და ფულით ჩაფრინდა კუნძულზე და გახარჯა ნახევარი მილიონი დოლარი 6 დღიან დასვენებაში.
 
 
მე არასდროს არ გამოვირჩეოდი ეკონომიურობით, პირიქით, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ პეტრე პოროშენკო პრეზიდენტობის შემდეგ გაუწევს პატარა დახმარებას მოგზაურებს "როგორ დახარჯონ 500 000 კუნძულზე 6 დღეში და დარჩნენ უჩინმაჩინი" დაწერს თავისთვის ჩინოვნიკური ოლიგარქატის ისტორიას.
 
თავს ნებას მივცემ შეგახსენოთ ასევე, რომ პრეზიდენტი, რომელიც სიწმინდედ და  ღირსებად  მიიჩნევს უკრაინულ პასპორტს, ელვისებრად რეაგირებს უმცირეს ფორმალურ დარღვევებზე, აპატრიდების მიერ  ფორმის შევსების დროს, უმალვე ართმევს მოქალაქეობას. აქ კი როგორც ჩანს მოინდომა მიეთვისებინა თავისთვის და თავისი თანამგზავრებისთვის სხვა პასპორტები. იყო პეტრე და გახდა ვასია . მტრებისთვის კანონი, მეგობრებისთვის კი ყველაფერი ნება დართულია. ვამბობდი ადრე და ვიმეორებ დღესაც: პრეზიდენტი, უკრაინის პასპორტს  და მოქალაქეობას ეპყრობა ისე, როგორც "როშენის" კანფეტს. გასცა -კანფეტი-მიიღო კანფეტი. – წერს დავით საყვარელიძე
 
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...