მთავარისიახლეებისაზოგადოებაბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი დაშავებულიდან...

ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი დაშავებულიდან ერთი თბილისის საავადმყოფოში გადაჰყავთ

Published on

ხარაგაულში, ბეჟათუბნის  სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე   მომხდარი აფეთქების შედეგად სამი დაშავებულიდან ერთი თბილისის საავადმყოფოში გადაჰყავთ, დანარჩენ ორი დაშავებულს ამ ეტაპზე ხარაგაულის საავადმყოფოში მკურნალობენ.
 
როგორც რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირში განმარტავენ, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას უკავშირდება. როგორც გაირკვა, აფეთქება სოფელ ბეჟათუბნის მხრიდან მოხდა. როგორც გაირკვა, მეორე მხარეს მყოფმა მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არ იცოდნენ, არ მოხდა მათი გაფრთხილება.
 
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, 16-17 იანვარს  სწორედ აქ, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ, ისინი დამსაქმებელი კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების ნორმების იგნორირებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ  სარკინიგზო გვირაბში უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული და ყველა დასაქმებული ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. მათი თქმით,  ეს და სხვა  კომპანიებიც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არსებულ თანხებს ზოგავენ, ეს კი სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს. 
 
როგორც აღმოჩნდა, გაფიცვას შედეგი არ მოყოლია და სამწუხარო სტატისტიკა გრძელდება:  
პროფკავშირების ინფორმაციით, გასულ წელს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი  ,  
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...