მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე გრიგოლი: ეს მთელი ეკლესიის დიდი სირცხვილია

მეუფე გრიგოლი: ეს მთელი ეკლესიის დიდი სირცხვილია

Published on

პატრიარქობის ერთ-ერთმა სავარაუდო კანდიდატმა,ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ამბიონიდან პოლიტიკური გზავნილები გაახმაურა. – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 აქვეყნებს. 
 
მიტროპოლიტი დარწმუნებულია, რომ ციანიდის საქმეში ახალი ეპიზოდი დაიწყება, რადგან თუ არსებობს დანაშაული და მას ჰყავს შემსრულებელი, მაშინ უნდა გავიდნენ დამკვეთამდეც.
 
ვინ აპირებდა ციანიდის საქმით საპატრიარქოს ყველაზე გავლენიანი ქალის – შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობას იგი ვერ ასახელებს. თუმცა,  ღიად აკრიტიკებს საპატრიარქოს და ამბიონიდან ამბობს, რომ ეს მთელი ეკლესიის დიდი სირცხვილია. ის ეჭვობს, რომ „საუკუნის საქმედ“ წოდებული დანაშაული დიდი სპექტაკლის ერთი ეპიზოდია.
 
მიტროპოლიტი გრიგოლი ციანიდის საქმის სამართლიან გამოძიებას უკვე 11 თვეა, ხმამაღლა ითხოვს, ის იმ უიშვიათეს გამონაკლისებს შორის არის, ვისაც შეუძლია, ამბიონიდან გააკრიტიკოს ეკლესიაც და ხელისუფლებაც.
 
სინოდის წევრების უმრავლესობის მსგავსად ციანიდის საქმეზე საუბარი არ სურს დაპატიმრებული დეკანოზ გიორგი მამალაძის სულიერ მოძღვარსაც.
 
გაიზრდება თუ არა ციანიდის საქმის დამნაშავეთა წრე, არავინ იცის, სინოდის 47 წევრიდან კი ხმამაღლა ამ საქმეზე მხოლოდ 2 საუბრობს. ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც მეუფე გრიგოლის ქადაგება მოიწონა.
 
„საუკუნის საქმე“ 11 თვის შემდეგ ისე აქტუალურია. დანაშაულს, რომელსაც ისევ ბურუსი ფარავს ორი მთავარი მოქმედი პირი ჰყავს – 9 წლიანი პატიმრობით დასჯილი დეკანოზი მამალაძე და დანაშაულის ობიექტი მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი. 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...