მთავარისიახლეებიმსოფლიოშეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა

შეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა

Published on

დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან ერთი წლისთავზე შეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. ეს წუხელ მოხდა. 
 
მიზეზი დაფინანსების შეწყვეტა  გახდა. შესაბამისი კანონპროექტის მიღების საშუალება სენატში რესპუბლიკელებს დემოკრატებმა არ მისცეს. მათ ბიუჯეტის მხარდაჭერაზე უარი ე.წ. საემიგრაციო კანონპროექტთან დაკავშირებული უთანხმოების გამო თქვეს. კერძოდ, დემოკრატებმა ასე უპასუხეს უარს შეეტანათ კანონპროექტში დეპორტაციისგან არალეგალური მიგრანტების  აშშ – ში დაბადებული ბავშების დაცვის მუხლი, ეს პროგრამა ამჯერად სენატმა დაბლოკა, მანამდე კი დონალდ ტრამპმა.     
 
შეერთებული შტატების თანამედროვე ისტორიაში ეს არის მთავრობის მუშაობის შეჩერების პირველი შემთხვევა იმ პირობებში, როდესაც კონგრესის ორივე პალატას ერთი პარტია აკონტროლებს.
 
მომხდარი ნიშნავს, რომ ფედერალური უწყებების მილიონამდე თანამშრომელს უხელფასო შვებულებაში გაუშვებენ.
 
კენჭისყრა სენატში კაპიტოლიუმის შენობასთან საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა.
 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...