ლონდონის პოლიციამ, ავიაკომპანია British Airways-ის პილოტი თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე სიმთვრალის გამო დააკავა.
გაზეთ Daily Mail-ის ცნობით, პოლიცია თვითმფრინავის მგზავრებმა გამოიძახეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ პილოტს ალკოჰოლის მძაფრი სუნი ჰქონდა.
British Airways-ის თვითმფრინავი რეისით 2063 ლონდონიდან მავრიკიის კუნძულებზე მიემგზავრებოდა. ბორტზე 300 მგზავრი იმყოფებოდა. რეისი ამ ინციდენტის გამო მცირე ხნით გადაიდო, მანამ სანამ კომპანიამ პილოტი არ ჩაანაცვლა.