მთავარისიახლეებისაზოგადოება”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრზე თავდამსხმელი დაკავებულია

”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრზე თავდამსხმელი დაკავებულია

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრზე, ალექსანდრე კვახაძეზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავა.
 
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული შ.ი. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 
 
”მის მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე ა.კ.-ს მიმდინარე წლის 17 იანვარს დაუკავშირდა თავისი მეზობელი – ი.რ. და შეხვედრა სთხოვა. იგი ი.რ.-სა და მის ნაცნობს – შ.ი.-ს 18 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, სკვერში შეხვდა. ი.რ.-მ გარკვეული თანხა სთხოვა ა.კ.-ს, რაზეც მან უარი უთხრა. ასევე, დადგინდა, რომ ი.რ.-მ, სასურველი თანხის მიღების მიზნით, ა.კ.-ს მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება სთხოვა, რაზეც კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგაც მათ საუბარში ჩაერთო შ.ი., რომელმაც ა.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
 
გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სიახლეები

ღამით დრონებმა მოსკოვს ისევ შეუტიეს – დაიკეტა “ვნუკოვო”

გასულ ღამეს უკრაინულმა დრონებმა მოსკოვს ისევ შეუტიეს. მერის, სერგეი სობიანინის თქმით, საჰაერო თავდაცვამ ოთხი...

თეატრალურის სტუდენტებს სტატუსს აღარ შეუწყვეტენ

თეატრალურის სტუდენტებმა უკვე მიიღეს მეილზე შეტყობინება რექტორის გადაწყვეტილების შესახებ, რომ სტატუსს აღარ შეუწყვეტენ, თუმცა...

ტრამპის წარმომადგენელი მოსკოვიდან აშშ-ში ბრუნდება

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მოსკოვში რუსულ მხარეს შეხვდა....

CBS News: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

CBS News-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა...